„რეალმა“ მეორეც მოიგო და ახლა მეწყვილეს მოლოდინშია
„რეალმა“ მეორეც მოიგო და ახლა მეწყვილეს მოლოდინშია
19.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


„სტემფორდ ბრიჯზე" „ჩელსისთვის" სასწაული მინიმუმ ერთი წლით გადაიდო. ყოველ შემთხვევაში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე. სამაგიეროდ ბენზემამ „ჩელსი"-„რეალის" დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო და რიგით მე-5 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე 150-ე მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება მის თანაგუნდელ ტონი კროოს, მის ანგარიშზეც 150 მატჩია სათვალავში, მხოლოდ უეფა-ს ყველა საკლუბო ტურნირის გათვლით. კროსი ამ შედეგით მსგავსი შედეგის მქონე 17 ფეხბურთელს შორის მოხვდა. როდრიგო, რომელმაც ამ შეხვედრაში რამდენიმე მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა 58-ე წუთზე გაიტანა საბოლოოდ დუბლი შეასრულა და მისი ამ დუბლის წყალობით, „რეალმა" გასვლითი მატჩი 0-2, ორი შეხვედრის ჯამში კი, 0-4 მოიყო და „ჩელსი" უგოლოდ გამოთიშა გათამაშებიდან.


აღსანიშნავია, რომ ფლეი-ოფის მატჩებში, როდრიგოს  5 გატანილი გოლიდან, ყველა ინგლისელების კარში აქვს შესრულებული.  აღსანიშნავია, რომ შარშანდელი „მანჩესტერ სითისთან" გამართული 1/2 ფინალის შემდეგ, რომელიც ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა ეს მეორე შემთხვევაა.


ალბათ, სათქმელია ისიც, რომ 11 უკანასკნელ გათამაშებაში „რეალი" თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს. რაც შეეხება შეხვედრას ის, საკმაოდ საინტერსოდ და ორმხრივი შეტევებით წარიმართა. საკუთარი ტრიბუნების წინ „ჩელსის" ანგარიშს გახსნის ყველაზე რეალური შანსი ჰქონდა, მარკ კუკურელას, ზედმეტად, რომ ეფიქრა.


მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აქ, ფედერიკო ვალვერდე დაასახელეს - ერთ-ერთი მიზეზი, მეორე გოლის დროს, ვალვერდეს მიერ გაკეთებული საგოლე გადაცემაც დასახელდა, თუმცა, საერთო ჯამში მას აქტივში ნახევარდაცვაში შექმნილი „ბალანსი" ჩაუთვალეს, რომელიც რეალის თამაშს წაადგა. რა გაეპარა ამ შეხვედრაში „ჩელსის"? ალბათ, ის, რომ ლონდონელებს გაეპარათ, ის „ორი გადაცემა", როგორც „რეალს" ყოველთვის გადანახული აქვს და იყენებს საჭირო მომენტში.


მატჩის შემდგომი კომენტარები, რომელსაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს ასეთია:


ფრენკ ლამპარდი („ჩელსის" მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ 60 წუთის განმავლობაში. ჩვენ, ნამდვილად გვგქონდა კარგი მომენტები და ამ დონის თამაშზე, ასეთი შანსები უნდა გამოიყენო. რა თქმა უნდა, როდესაც აგებ, სანახაობით არ უნდა იტრაბახო, რადგან ეს დასასრულია. ეს არის, რაც არის".


კონორ გალაჰერი („ჩელსი"): „კარგად ვითამაშეთ და ბევრი შანსი გვგქონდა, ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე მათ. მაგრამ ფეხბურთის არსი იმაშია, რომ შენი შანსები უნდა გამოიყენო და დღეს, ჩვენ ეს ვერ შევძელით, იმედგაცრუებულები ვართ. ბუნებრივია, ახლა სიცარიელეს ვგრძნობთ, მაგრამ დღეს არც თუ ცუდად ვითამაშეთ".


კარლო ანჩელოტი („რეალის" მთავარი მწვრთნელი): „დღეს, ნამდვილად იყო თამაში, სადაც ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. თავიდან, მარცხენა მხრიდან გარკვეული პრობლემები შეგვიქმნეს, მაგრამ გავუმკლავდით. ბოლოსკენ კი, კარგი ხარისხის თამაში ვაჩვენეთ და უკან კარგად დავდექით. ეს დამსახურებული შედეგია და ჩვენ ყველა კმაყოფილები ვართ"


როდრიგო („რეალი" დუბლის ავტორი):  „ჯერაც არ ვიცი როგორ ავხსნა ის, თუ ჩემპიონთა ლიგა, როგორ ახერხებს გვქონდეს ესა თუ ის რეაქცია და თამაში, თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია. თამაშისას, ერთადერთი სურვილია დავეხმარო გუნდს. ახლა, უკვე მინდა თამაში გავაგრძელო და გოლები გავიტანო. მინდა ლიგის რაც შეიძლება მეტი ტროფეი მოვიგო".


ასეა თუ ისე, „რეალმა" ორი შეხვედრის ჯამში 0-4 მოიგო და ახლა 1/2 ფინალში, ხვალინდელ, „ბაიერნი" - „მანჩესტერ სითის" (0-3) წყვილში გამარჯვებულს ელოდება.

 

 

ფოტო: (c) Steve Bardens - UEFA/UEFA via Getty Images