გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია, ედემ ბოლქვაძე ბრინჯაოს მედალოსანი
გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია, ედემ ბოლქვაძე ბრინჯაოს მედალოსანი
18.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალი ევროპის ჩემპიონი ჰყავს. ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანის წარმომადგენელი მაგომედჰან მაგომედოვი (4-3) დაამარცხა.


რამდენიმე საათით ადრე, კიდევ ერთმა ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედალი მოიგო. ედემ ბოლქვაძემ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა მედლისათვის ბრძოლაში რუმინელი სტეფან კომანი დაამარცხა.


თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა მორიგ საასპარეზო დღეს, ქართველი ტრადიციული ფინალის მოლოდინში ვართ. გენო პეტრიაშვილი (125 კგ)  ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და თურქ თაჰა აქგიულს დაუპირისპირდება. გენოს გარდა, ხვალინდელ დღეს, ბრინჯაოს მედლებისთვის კიდევ 3 ქართველი - შოთა ფერტენაძე (61კგ), ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ) იჭიდავებენ.




ფოტოები საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გვერდიდან