განწყობა, მოლოდინი, სტატისტიკა და მომდევნო 2 დღის რეალობა
განწყობა, მოლოდინი, სტატისტიკა და მომდევნო 2 დღის რეალობა
17.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ და ზეგ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალებია. გულში, ქომაგთა გარკვეული წრეები უკვე 1/2 ფინალში გასვლას ზეიმობენ და არ სჯერათ ე.წ. ქამბექების, რომლის იმედიც ასე აქვს გულშემატკივართა მეორე ნაწილს. მათ შორის, ქართველ გულშემატკივართა უმრავლესობას, რომლებმაც, ვიდრე საკუთარი წარმომადგენელი გვეყოლება ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშების ამ ეტაპზე, იმედის თვალის შევცქერით „ნაპოლის" და იქ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას.

მეოთხედფინალური მატჩების პირველი რაუნდის შემდეგ, მოდით გავიხსენოთ რა ვითარებაა:


სამშაბათი, 18 აპრილი

„ჩელსი" - „მადრიდის რეალი" (0-2)

'ნაპოლი" - „მილანი" (0-1)

ოთხშაბათი, 19 აპრილი

„ბაიერნი" - „მანჩესტერ სითი" (0-3)

„ინტერი" - „ბენფიკა" (2-0)


მიუხედავად იმისა, რომ ოთხ წყვილში, ერთი მატჩის გარდა ორი და მეტ ბურთიანი სხვაობაა, წინასწარ ვერაფერს იტყვი, რადგან პირველ წრეში დამარცხებული ყველა გუნდი („ინტერის" გამოკლებით), საპასუხო მატჩებს სახლში ატარებს და პირველი რაუნდის დასრულების შემდეგაც, ამ გუნდების მწვრთნელებმა, ძირითადად ამ გარემოებაზე გაამახვილეს ყურადღება. და მანც, ყველაზე არასახარბიელო ვითარება, ამ მხრივ, მიუნჰენის „ბაიერნს" აქვს, რომელიც მთელი თავისი „მრისხანების" მიუხედავად, ვერა და ვერ „დალაგდა". ახლა, თუ გერმანულ გუნდს 1/2 ფინალში უნდა გასვლა, მას რეკორდული მაჩვენებლით მოუწვეს გამარჯვება და თან ისე, რომ ნოერის (ჩვენი აზრით გუნდის თილისმა) გარეშე დარჩენილ კარში, ნაკლები ბურთი გაუშვას და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საჭირო ბალანსი დაიცვას.


ფაქტია, რომ „ბაიერნი"-„სითის" წყვილში კარტბლანში მანჩესტერელების ხელშია და თანაც, პირველ რაუნდში გამარჯვება, მათ მოახერხეს, რომ მომავალი მეტოქეებიც შეაფიქრიანეს. ისიც ფაქტია, რომ გუარდიოლას გუნდი, ნელ-ნელა და ზუსტად მაში, როდესაც საჭიროა დუღილს იწყებს. აი, აქ კი ვინ, თუ არა მანჩესტერელთა თავკაცმა იცის მშვენივრად, რომ „ბაიერნი" არ მიეკუთვნება საშუალო დონის ევროპულ გუნდებს და „ბარსელონას", „ლივერპულის", „რომასა" და „დეპორტივოს" მსგავსად, შესწევს უნარი მსგავსი სხვაობით წაგებული თამაშები შემოატრიალოს. „არ გინდათ იმის მტკიცება, რომ სხვაობა დიდია, კი დიდია. თან ძალიან," - ამბობს თომას ტუხელი.


რადგან 19 აპრილის ანოტაციით დავიწყეთ, ამ დღის მეორე შეხვედრასაც შევეხოთ აქვე. „ინტერი" - „ბენფიკას" დაპირისპირებისას თითქოს, იტალიელების მხარეს არის სასწორი გადახრილი. პირველი მატჩის შემდეგ, ცნობილმა პორტუგალიურმა სპორტულმა გამოცემამ „რეკორდი", ვითარება ერთ სიტყვაში „დეპრესია" დაასათაურა და მართლაც, პორტუგალიაში, უმეტესობა ალბათ, ისევ ამ დეპრესიული ფონის ქვეშ არის. გუნში როჟერ შმიტის მოსვლის შემდეგ და თანაც პორტუგალიურ დერბიში, „პორტუსთან" 2-1 დამარცხებიდან მიყოლებით, ეს „ბენფიკას" მესამე მარცხი და შესაბამისად, ადგილობრივებისთვის დიდი იმედგაცრუება იყო. თუმცა, ამ პესიმიზმის მიუხედავად, ყველა შეჯიბრზე, ბოლო ცხრა მატჩია, პორტუგალიური კლუბი გასვლებზე თამაშებს არ აგებს.  თანაც, მხოლოდ 2 ბურთი აქვს გაშვებული, 7 შეხვედრაში კი 2-2 და მეტი გოლი გატანილი. „უნდა გვჯეროდეს, რომ იტალიაში ვითარების შემოტრიალებას და სამი გოლის გატანას მოვახერხებთ", - ამბობს ფრედრიკ აურსენი, აი, ანტონიო სილვა კი, უფრო კონკრეტულია: „მოდით ვიყოთ „ბექნფიკა". რწმენას, მთების გადატრიალება შეუძლია"-ო.


ამ ორი დაპირისპირების წინ კი, უკვე ცნობილი იქნება პირველი ორი 1/2 ფინალური წყვილი. მოახერხებს თუ არა „ჩელსი" მშობლიურ „სტემფორდ ბრიჯზე", სადაც სასწაულების სჯერათ, მორიგი სასწაულის მოხდენას? მადრიდის „რეალთან" მატჩის წინ, დღეს ევროპული ფეხბურთის ოფიციალური ვებ-გვერდიც, მედიაც და ტაბლოიდებიც, მხოლოდ იმ სტატისტიკას ითვლიან, რომელიც მაგალითად ბენზემას, თუკი მან ამ შეხვედრაში ითამაშებს, შეუერთდება თუ არა იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომლებმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 150 მატჩი ჩაატარეს. ასეთი შედეგი ჯერ მხოლოდ რონალდოს, იკერ კასილას, მესისა და შავი ერნანდეს აქვთ აქვთ ნაჩვენები. ისე,  უეფა-ს ევროტურნირების 150-ე მატჩის ჩაატარებს ტონი კროოსიც, რომელიც მსგავსი შედეგის მქონე 15 ფეხბურთელს შეუერთდება.


და ბოლოს ის, რაც უეფა-ს 2022-2023 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის განმავლობაში ჩვენ, ყველაზე მეტად გვაინტერესებს და გვაღელვებს. რისთვისაც ნეაპოლში, თბილისიდანაც კი, საგანგებოდ გაეშურნენ „გამომვლოცველები" (ბუნებრივია ეს ხუმრობით არის ნათქვამი).  „ნაპოლის" და „მილანის" პირველი თამაშის შემდეგ, უფრო ზუსტად, სერია A-ში „მილანთან' განცდილი მარცხის შემდეგ, უკვე ლიგაზე წაგებული თამაშის შემდეგ, სპალეტი ცდილობს საკუთარი გუნდის წაგების მიზეზები ეძებოს და ხან ოსიმენის არყოფნაზე, ხანაც მილანელთა კარის მცველზე აკეთებს აქცენტებს. „საერთო ჯამში, კარგი განწყობა იყო"-ო ამბობს სპალეტი და წლების წინ ჯენარო გატუზოს მსგავსად მხოლოდ, იტალიურ ენაზე იმეორებს: „ზოგჯერ საქმე მიდის კარგად, ზოგჯერ კი არა!". თავის მხრივ, „მილანმა", რომელმაც 2 აპრილს, დიეგო არმანდოზე, სპალეტის გუნდი 0-4 დაამარცხა, დამატებითი მოტივაცია და ოპტიმიზმი გაუჩნდა. „პროგრესისთვის კიდევ 50% გვაქვს", - ამბობს სტეფანო პიოლი და ყველას ახსენებს, რომ „მილანს" უეფა-ს შეჯიბრებში ჩატარებული 44 მატჩიდან, რომელშიც მისმა გუნდა პირველი რაუნდი მოიგო, 38-შიც მოახერხა გამარჯვება. შესაბამისად, თუკი, ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალის მსგავსად, მაიკ მენიო კარს მშრალად შეინახავს, ეს მაჩვენებელი ერთით გაიზრდებაო. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ მინდორზე დაბრუნებული ოსიმენი, ჩვენს კვარაბიჭთან კონტაქტში, პიოლის და მის გუნდს იმედებს გაუცრუებენ.


უეფა-ს ოფიციალური მონაცემები საპასუხო 1/4 ფინალების წინ შემადგენლობების შესახებ იხილეთ ბმულზე


18 და 19 აპრილს თამაშები თბილისის დროით 23:00 დაიწყება.



ფოტო: © Kristian Skeie - UEFA/UEFA via Getty Images