საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 26 აპრილს გამართავს
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 26 აპრილს გამართავს
17.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 9 დღეში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს. ჩვენი ნაკრები, ამ მომენტისთვის. ჯგუფში, სადაც უნგრეთის, შვეიცარიისა და ლიეტუვას ნაკრებები არიან 1 გამარჯვებით, მესამე საფეხურზეა და თეორიულად, დასკვნით ეტაპზე გასვლის შანსაც ინარჩუნებს.

დებულების თანახმად, ფინალურ ეტაპზე, ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე 8 ჯგუფიდან, ასპარეზობას პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად გააგრძელებენ. თუმცა, დასკვნით ეტაპზე მოხვედრის შანსი 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც მოხვდება.


ჩვენი, მე-6 ჯგუფის ბოლო ტურამდე, ფინალური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს უნგრეთის გუნდს, რომელსაც 4-დან ყველა მატჩი მოგებული აქვს და ჯგუფს ქულების მაქსიმუმით ლიდერობს. 26 აპრილის შეხვედრამდე, რომელშიც, საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიის ნაკრებს უნდა უმასპინძლოს, სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. სწორედ, ქულათა ამ რაოდენობით არია ჩვენზე წინ შვეიცარიელები, რომლებთანაც, გასვლითი მატჩი 1 ბურთით, 24-23 წავაგეთ. შესაბამისად, 2 და მეტი ბურთით მოგების შემთხვევაში, საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრები, ავტომატურად გაინაღდებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს. სხვა შედეგის, მაგალითად ფრეს შემთხვევაში კი, სხვა ჯგუფებში გასამართი შეხვედრების შედეგზე იქნება დამოკიდებული.


ბოლო, საშინაო შეხვედრა 26 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 18:00 დაიწყება.