ფუტსალი, ესტონეთი 2-9 საქართველო
ფუტსალი, ესტონეთი 2-9 საქართველო
14.04.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან მეორე ამხანგაური მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა დიდი ანგარიშით სძლია მეტოქეს. ტალინში ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 9-2 დასრულდა (მატჩის სტატისტიკა ). 

უხვგოლიან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები ვახტანგ კეკელიამ (2), ბრუნო გომესმა, გიორგი ჩიმაკაძემ, ირაკლი თოდუამ, ვახტან ჯვარაშვილმა, ფერნანდო დრასლერმა და შაგინიამ გაიტანეს. ერთი ბურთი კი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა.


საქართველოს და ესტონეთის ნაკრებთა პირველი შეხვედრა, რომელიც 13 აპრილს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.


უახლოეს ოფიციალურ მატჩს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის ფარგლებში, შემოდგომაზე გამართავს. ელიტ რაუნდის წილისყრა 5 ივლისს გაიმართება.



ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის ფოტო