უეფა-მ მოლდოვას ფეხბურთის ასოციაციას სპეციალური ჯილდო გადასცა
უეფა-მ მოლდოვას ფეხბურთის ასოციაციას სპეციალური ჯილდო გადასცა
14.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-მ მოლდოვას ფეხბურთის ასოციაციას გრასრუთსის სპეციალური ჯილდო გადასხა. ფეხბურთის ევროპული მმართველო ორგანოს მთავარი საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით მოლდოველებმა ეს ჯილდო უკრაინიდან 10000 დევნილი ბავშვისთვის ახალი შანსის მიცემის გამო დაიმსახურეს.

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ მოლდოვამ ასი ათასობით ხელშიშველი დევნილი მიიღო მეზობელი ქვეყნიდან. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კი, უეფა-სთან, უეფას ფონდთან და UNICEF-თან თანამშრომლობით მათ მხარდაჭერა გამოუცხადა, დაეხმარა და მისცა შანსი. მათ ეროვნული სანაკრებო საწვრთნელი ცენტრი და ფუტსალის არენა დევნილებს საცხოვრებლად დაუთმო და ის, სათანადო პირობებით გაუმართა. ამასთან, არც საფეხბურთო აქტივობებისთვის, ბავშვებისთვის, დავიწყებიათ ეკიპირება.


საერთო ჯამში, ამ სახით მოლდოვას ფეხბურთის ასოციაცია, რომელსაც მანამდე, მსგავსი აქციებისთვის არ გააჩნდა სახსრები, განვლილ სეზონში, 10000 დევნილ ბავშვს დაეხმარა. დღემდე, ბევრი ბავშვი ინტეგრირებულია მოლდოვას სპორტულ კლუბებში და მათ, კარგი პერსპექტივაც აქვთ.


ამას გარდა, მოლდოვას ფეხბურთის ასოციაციამ უკრაინაში სამი სავსე ფურა ტვირთი გააგზავნა რომელთაგან ორი მხოლოდ მედიკამენტებითა და საკვებით იყო დატვირთული. მესამეში კი, ის სპორტული ეკიპირება იყო, რომელმაც 3000 ბავშვს საშუალება მისცა, ახალგაზრდულ საერთაშორისო ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა.


დიანა ბულგარი, მოლდოვას ფეხბურთის ფედერაციის გრასრუთსის ხელმძღვანელი უეფა-სთან გაკეთებულ კომენტარში ამბობს, რომ:


„ომის დაწყებიდან ორ დღეში, ჩვენ უამრავი დევნილის მიღება მოგვიხდა. ძალიან რთული იყო, გეყურებინა ხალხისთვის, რომელიც საზღვარს ჩუსტებითა და პატარა ჩანთებით კვეთდა. ბევრ მათგანს თან ბავშვები ახლდა და გარეთ ძალიან ციოდა. 


ჩვენ, დასახმარებლად სხვადასხვა აქტივობა დავიწყეთ. ამასთან, მოლდოვას ყველა საფეხბურთო კლუბმა, სავარჯიშო ინფრასტრუქტურაში დევნილებსა და მათ შვილებს საცხოვრებლად სივრცეები გამოიყო. ეს მართლა სულისშემძვრელი სანახაობა იყო, გენახა დევნილთა ოჯახები ჩვენს საფეხბურთო ბანაკებში. იქ, სადაც მათ ცხოვრება შეეძლოთ და ჰქონდათ ყველაფერი საჭიროებისთვის.


ჩვენ არ გვქონია რაიმე გეგმა ან ბიუჯეტი ამისთვის, თუმცა გვინდოდა ხალხს დავხმარებოდით. ჩვენ ყველა ვიყავით ვოლონტიორები, რომ დავხმარებოდით.


ფსიქოლოგმა, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობდით მითხრა, რომ პატარა გოგონა, მთელი დღეები გამუდმებით ტიროდა, რადგან მისი მამა და მეგობრები უკრაინაში დარჩნენ, ის კი, დედამისთან ერთად, აქ, მოლდოვაშია. თუმცა, მას შემდეგ, რაც გოგონა საფეხბურთო აქტივობებში ჩაერთო, მინდორზე თავი ბედნიერად იგრძნო. ფსიქოლოგმა გვითხრა, რომ გოგონათი ის საკმაოდ გაოცებული იყო, რადგან ფეხბურთის შემდეგ, გოგონა ისევ მთელი დღე ტიროდა. მან გვითხრა, რომ პირველად შეეხო ვითარებას, როდესაც სპორტს შეუძლია პიროვნების სრულად შეცვლა". 


და ბოლოს ცოტა რამ უეფა-ს გრასრუთისის ჯილდოს თაობაზეც, რომელიც 2010 წლიდან გაიცემა ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ელიტარულ თამაშებს მიღმა. ჯილდო მიეკუთვნებათ, ე.წ. შეუმჩნეველ გმირებს ან შთამაგონებელი ინიციატივების ავტორებს, რაც ფეხბურთს, ევროპისთვის ასეთ მნიშვნელოვანს ხდის.


გამარჯვებულს, ევროპის ფეხბურთს ასოციაციების მიერ კანდიდატებს შორის, უეფა-ს განვითარებისა და ტექნიკური თანამშრომლობის კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე, გრასრუთსის კომისია ავლენს. ამ წელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული თანადგომისთვის ყურადღება სწორედ მოლდოვაზე შეჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ ის, სპეციალური ჯილდოსთვის ადრე დაწესებული, 5 კატეგორიიდან არც ერთის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.




სტატია მომზადებულია უეფა-ს მედია პორტალზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით  

ფოტო:  ©FMF