შენგელიამ ევროლიგის სეზონი მილანთან 15 ქულითა და გამარჯვებით დაასრულა
შენგელიამ ევროლიგის სეზონი მილანთან 15 ქულითა და გამარჯვებით დაასრულა
14.04.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა, რასთან ერთადაც ტურნირში ასპარეზობა დაასრულა თორნიკე შენგელიას ვირტუსმა. ბოლონიურმა გუნდმა 14 მატჩი მოიგო, 20 წააგო და 18-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა. პლეი ოფში 8 საუკეთესო გავიდა.


ბოლო ტურის მატჩში „ვირტუსმა" თანამემამულე "მილანს" უმასპინძლა და 89-84 დაამარცხეა. სატურნირო თვალსაზრისით ეს შეხვედრა არცერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტდა - ბოლონიელთა მსგავსად მილანელებს ევროლიგაში რთული სეზონი ჰქონდათ და პლეი ოფში ვერ გავიდნენ.


მაჟორულ ნოტზე დაასრულა წლევანდელი ევროლიგა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 15 ქულა (7/4 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 5/4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 დაფარება, 7 პასი, 2 ჩაჭრა. 25 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა მის თანაგუნდელ დანიელ ჰაკეტს, მარკო ბელინელიმ 21 ქულა ჩააგდო.


ბოლონიელები ახლა მთლიანად იტალიის ჩემპიონატზე გადაერთვებიან, სადაც უახლოესი შეხვედრა 16 აპრილს „ტრენტოსთან" ელით.


ვიდეო-კადრები მატჩიდან