ესტონეთი 0-3 საქართველო
ესტონეთი 0-3 საქართველო
14.04.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. ტალინში ჩატარებული მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდის გამარჯვებით, 3-0 დასრულდა (მატჩის სტატისტიკა).


საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში სიმი საიოტიმ დააწინაურა. ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე ბრუნო პეტრიმ გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში ეროვნულ ნაკრებში გატანილი სადებიუტი გოლით გიორგი ჩიმაკაძემ დააფიქსირა.


ესტონეთის და საქართველოს ნაკრებთა მეორე ამხანაგური შეხვედრა ტალინში 14 აპრილს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:


მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), სიმი საიოტი (ელექტრიკო, პორტუგალია), ბრუნო გომესი (აპოსტოლი, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), გიორგი ქურდაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი, საქართველო), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი, საქართველო)