მიუხედავად იმისა, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მეოთხედფინალებში, „რეალმა" და „მილანმა' მოიგეს, გუნდებს საპასუხო შეხვედრები სტუმრად აქვს გასამართი და შესაბამისად გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვინისიუსი დაასახელეს, რომელიც მადრიდელთაგან განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნიდა „ჩელისის". ინგლისელებს მისი შეჩერების გეგმა ჰქონდათ, თუმცა მისი სტაბილურობა და ინტენსიობა ამ გეგმის საქმეში მოყვანის საშუალებას არ აძლევდათ (მატჩის სტატისტიკა ).
„ბევრი ენერგია მაქვს. გუნდი კარგად გამოიყურებოდა და ამით მოხარული ვარ. თამაშით კმაყოფილი ვარ. თუმცა, ახლა უნდა დავმშვიდდეთ და მობილიზება შევძლოთ, რადგან 90 წუთია დარჩენილი და თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უნდა მოვახერხოთ მოპოვებული ლიდერობის მართვა და ისევე თამაში, როგორც დღეს", - ამბობს კარლო ანჩელოტი.
ჩელსიმაც კაცნაკლულმა დაასრულა თამაში და მიუხედავად ამისა, ბენზემასა და ასენსიოს გოლების შემდეგ, „რეალმა" კარის მშრალად შენახვა მოახერხა, გამოცდილ კარლო ანჩელოტის ეს სულაც არ აძლევს დამშვიდების საშუალებას. „სტენფორდ ბრიჯზე" საპასუხო მატჩისას მათ სერიოზული გამოცდილს ჩაბარება უწევთ. თავის მხრივ, „ჩელსიმ" მოახერხა მშვიდი ყოფილიყო, თუმცა, საპასუხო შეხვედრაში, მათაც მოუწევთ გარჯა, რომ თამაში შემოატრიალონ.
„მე შეხვედრის ის მონაკვეთი მომეწონა, სადაც 10 კაცით მოგვიხდა თამაში, მაგრამ მოვახერხეთ მომენტების შექმნა. რეალურად მახსენდება სამი მომენტი - ჟოაო თავდაპირველად, რაჰიმის და ბოლოს, მეისონის. აქედან ერთ-ერთი, რომ გასულიყო, საქმე სხვანაირად წავიდოდა. ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ, თუმცა, შედეგი სხვაზე მეტყველებს. გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ „სტენფორდ ბრიჯზე" განსაკუთრებული ამბები ხდება ხოლმე. თუ წარმატების არ გჯერა, არაფერი გამოგივა. განწყობა და რწმენა პროცენტულად წარმატებული თამაში გარანტია. სტადიონზე ფანები მოვლენ, მათ სჯერათ, მე მითამაშია შემოტრიალებული თამაშები, შანსი არის და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ" , - იტყვის ფრენკ ლამპარდი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.
***
ერთის შეხედვით „ნაპოლიმ", „მილანთან" ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩის მოსაგებად ყველაფერი გააკეთა. სპალეტი, თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ უნდა ყოფილიყო, ალბათ, თუკი, ნეაპოლიტანელები ერთი გოლის გატანას მაინც მოახერხებდნენ. თუმცა, კვარას თანაგუნდელებს იმედი აქვთ, რომ წინ ერთი თამაშია და საბოლოოდ წარმატებას მიაღწევენ. თუმცა, ფაქტი ჯიუტია - მეორე შეხვედრაა „ნაპოლი", მილანელთა კარში გოლის გატანას ვერ ახერხებს (მატჩის სტატისტიკა ).
„გათამაშების ამ ეტაპზე ჩვენ უკან დახევის საშუალება გვაქვს, მაგრამ გვყავს ადამიანიც, რომელსაც აქვს ამ დანაკლისის კომპენსირების საშუალება. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ, კარგი მომავლით. ამიტომ გულთან ახლოს მიგვაქვს ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ რაც მოედანზე ვნახე. გუნდი, 10 კაცის შემადგენლობითაც შეეცადა ანგარიში გაეთანაბრებინა. წაგებული მატჩის კომენტირება დროის უაზრო ხარჯვაა", - იტყვის სპალეტი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.
რატომ ვერ ახერხებს „ნაპოლი" გოლის გატანას, უპასუხოდ რჩება. დღევანდელ შეხვედრაშიც სტუმრები ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ, ქმნიდნენ მომენტებს და მთელი მატჩის მანძილზე იბრძოდნენ, თუმცა, დღეს გამარჯვება ვერ მოახერხეს. ამასთან საპასუხო მატჩის წინ, სპალეტის გუნდს დამატებითი თავსატეხი აქვს - თამაში მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეების გარეშე მოუწევს. ამისდა მიუხედავად მილანელებსაც აქვთ საფიქრებელი, ერთი რომ 1-0 არ არის ის ანგარიში, რომელიც საპასუხო მატჩში მათ შვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს და ამას გარდა, საფეხბურთო წრეებში უკვე დანამდვილებით საუბრობენ, რომ საპასუხო მატჩში, დიეგო მარადონაზე, „ნაპლის" ოსიმენი დაუბრუნდება. კვარას კი, ბოლო მატჩები, სწორედაც რომ ოსიმენი აკლია. ქართველმა დღესაც სტაბილურად ითამაშა და 7-დან 8 ქულამდე შეფასება მიიღო. საუკეთესოდ კი, ამ მატჩში, ბრაჰიმ დიასი გახდა „მილანიდან".
სტატიაში გამოყენებულია ფოტოები: ©Valerio Pennicino - UEFA/UEFA via Getty Images, Denis Doyle - UEFA/UEFA via Getty Images, Aitor Alcalde - UEFA/UEFA via Getty Images