IOC-მა ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტულ სიარულში ახალი დისციპლინის ფორმატი დაამტკიცა
IOC-მა ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტულ სიარულში ახალი დისციპლინის ფორმატი დაამტკიცა
11.04.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

მსოფლიო მძლეოსნობამ (World Athletics) და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტულ სიარულში ახალი დისციპლინის ფორმატი დაამტკიცა. კერძოდ, IOC-მა 2020 წელს გენდერული თანასწორობის ასამაღლებლად ოლიმპიურ თამაშებზე კაცებში 50 კილომეტრზე ასპარეზობის შერეული ესტაფეტით შეცვლა გადაწყვიტა.

ახალი დისციპლინა მარათონულ მანძილზე - 42,196 კილომეტრზე ასპარეზობას ითვალისწინებს. თითოეულ გუნდში შევა თითო კაცი და ქალი, რომლებიც ოთხად დაყოფილ მარათონული მანძილს ერთმანეთის მონაცვლეობით გაივლიან (კაცი, ქალი, კაცი, ქალი). ასევე ცნობილია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მისი დებიუტი შედგება 2024 წლის 7 აგვისტოს.


სპორტულ სიარულში 50 კილომეტრზე ასპარეზობა ბოლოს წარმოდგენილი იყო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც პოლონელი დავიდ ტომალას ჩემპიონობით დასრულდა.


სპორტული სიარულის ოლიმპიური დებიუტი შედგა 1932 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე.


პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს 2024 წლის 26 ივლისი-11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.