დავით ქაჯაია ოთხწლიანი შესვენების შემდეგ „საქმეს“ დაუბრუნდა
დავით ქაჯაია ოთხწლიანი შესვენების შემდეგ „საქმეს“ დაუბრუნდა
10.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

9 აპრილს, გერმანიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი საავტომობილო სპორტში. დავით ქაჯაიასთვის, ოშერსლებენის ტრეკზე გამართული რბოლა, 4 წლიანია პაუზის შემდეგ პირველი იყო. ქართველი მრბოლელი, რომელიც ე.წ. TCR Europe -ის ოფიციალურ ტესტებზე „მერტელ"-ის გუნდს წარმოადგენდა, შეჯიბრის დასრულების შემდეგ, საკუთარ ასპარეზობას შემდეგნაირად აფასებს.

„საკვალიფიკაციო რბოლა - მეოთხე საუკეთესო პოზიციით, პირველი რბოლა - მეხუთე, ხოლო მეორე მეშვიდე ადგილზე დავასრულე, პირველი ტურის შემდეგ საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზე ვარ.


კარგია ეს შედეგი თუ ცუდი? იმის გათვალისწინებით, რომ ერთი კვირის წინ ტესტ-რბოლაზე ტრეკის რეკორდი დავამყარე, და ასევე გუშინ-კვალიფიკაციაზე ბოლო წრემდე პირველი დრო მქონდა, რა თქმა უნდა მოლოდინი მეტის  მქონდა, მეც და ალბათ თქვენც

.

გულით მინდოდა დღევანდელ დღეს პოდიუმზე ასვლა და თასით ხელში გამარჯვების მიძღვნა ჩვენი სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების, ჩვენი სიმშვიდისათვის დაღუპული  ბიჭების ხსოვნისათვის, დღეს - არ გამომივიდა..


თუმცა მეორეს მხრივ:


- გერმანული გუნდის დიდი სიხარული და კმაყოფილება, შედეგების ტექნიკური ანალიზი, გუნდის დაპირება რომ დაიხვეწება მანქანის პარამეტრების მომართვა, რაც იყო მეორე რბოლის ძირითადი ხარვეზი - (გვეყენა არასწორი პარამეტრები, ცივი ამინდის, რამაც თბილ ამინდში არ გაამართლა),


- რასაკვირველია იმის გაცნობიერება, რომ კონკურენტული ვარ დიდი პაუზის შემდეგ ამ ევროპულ ტრეკებზე გაზრდილ მეტოქეებთან,


კვლავ მაძლევს ჩემს ძალებში რწმენას - და გპირდებით  -  ამას აუცილებლად გავაკეთებ.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვისი მხარდაჭერითაც  2012 წლიდან მოყოლებული დღემდე საერთაშორისო ასპარეზზე გამოვდივარ. (კონკრეტიკისაგან მათივე თხოვნით თავს ვიკავებ)


ასე რომ ყველაფერი წინ არის", - წერს ქაჯაია სოციალურ ქსელში.




ფოტო: დავით ქაჯაიას პირადი სოციალური ქსელიდან