სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა" NBA-ის მიმდინარე სეზონში ბოლოსწინა მატჩი გამართა. ტეხასელებმა ქალაქ ოსტინში „მინესოტას" უმასპინძლეს და 131-151 დამარცხდნენ. სტუმრებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ, რადგან პლეი ოფში გასვლის შანსი ჰქონდათ, თუმცა სხვა მატჩის შედეგზეც იყვნენ დამოკიდებულნი. მინესოტელებმა საბოლოო იმარჯვეს, თუმცა პლეი ოფში გასასვლელად პლეი ინში მოუწევთ ბრძლა.
სანდრომ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 16 ქულა (9-დან 5 ორქულაინი, 4-დან 2 სამიანი), 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მამუკელაშვილმა 9-დან 5 ორქულიანი, და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო. მის გუნდში ყველაზე მეტი - 224 ქულა ჯულიან ჩემპეინმა ჩააგდო, საუკეთესო კი სამმაგი დუბლით - 21 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა - ტრე ჯონსი გახდა.
„სპურსს" რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩი 9 აპრილს (23:30 თბილისის დროით) ელის. მისი მეტოქე „დალასი" იქნება. სანანტონიოელებს 21 მოგება აქვთ და ამ სეზონში პლეი ოფი მათ გარეშე ჩაივლის.
***
ქართველები ფეხბურთში ნაპოლის ვქომაგობთ, კალათბურთში კი - არა, მით უფრო, როცა ამ ქალაქის გუნდი თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიას ხვდება. იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიელებმა ნაპოლის უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში მთელი 13 პოზიციით უსწრებდნენ, შეხვედრა 81-89 დათმეს.
საქმე ისაა, რომ ვირტუსი პირველ ადგილზე მყარადაა და ამ წაგების მიუხედავად კონკურენტ მილანოს 4 ქულით უსწრებს. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგო. ჯამში თორნიკემ 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ბომბარდირი მარკო ბელინელი გახდა 23 ქულით.
19 მოგებითა და 6 მარცხით ვირტუსი სერია A-ს ლიდერობს. მეორეზე 17 მოგებითა და 7 მარცხით მილანის ემპორიო არმანია. 26-ე ტურში ბოლონიელები ტრენტინოს უმასპინძლებენ.