19-წლამდე გოგონათა ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
07.04.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია
შემადგენლობა და მატჩის ოქმი - ისრაელი 4:0 საქართველო
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის მეორე რაუნდის მეორე მატჩი გამართა.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდი, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ისრაელის ასაკობრივ ნაკრებთან 0:4 დამარცხდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი 10 აპრილს, გიბრალტაის 19-წლამდე ნაკრებთან მატჩით დაასრულებს.