ქართული ლეგიონის მორიგი გოლებიანი ტური
ქართული ლეგიონის მორიგი გოლებიანი ტური
06.04.2023
ავტორი: სფფ / დიმა ნებიერიძე

საინტერესო გამოდგა განვლილი დღეები ქართული ლეგიონისთვის. საფრანგეთში,  გიორგი მიქაუტაძემ „მეცს" მორიგი 3 ქულა მოუტანა. ჟორჟმა, ეფექტური დარტყმით „ლავალის" კარი აიღო და ახლა, ბომბარდირთა დავას 15 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს.

უკრაინის ჩემპიონატში, გიორგი გოჩოლეიშვილმა „შახტარის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, „ჩერნომორეცთან" გამართული მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.


კვიპროსის ჩემპიონატში, საჩემპიონო ჯგუფში „აპოელი" სტუმრად, „აეკს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. გიორგი ქვილითაიამ კი, რომელიც კვლავ  „აპოელის" კაპიტანი იყო და „აეკის" კარში ორი გოლი გაიტანა.


ავსტრიაში, გრაცის „შტურმმა",  ვენის „რაპიდი" მიიღო და 3-1 დაამარცხა.  მასპინძელთაგან ერთი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.