19-წლამდე გოგონათა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა
04.04.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია
- შემადგენლობა და მატჩის გვერდი - საქართველო 0:4 ჩრდილოეთ მაკედონია
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის მეორე რაუნდის პირველი მატჩი გამართა.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდი, სკოპიეში, ჯგუფის მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:4 დამარცხდა.
მეორე შეხვედრას ჩვენი გუნდი 7 სექტემბერს, ისრაელის ასაკობრივ ნაკრებთან გამართავს. 10 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები გიბრალტარის 19-წლამდე გუნდს დაუპირისპირდება. ა ლიგაში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადაინაცვლებს.