ქართული საკალათბურთო ლეგიონის მორიგი ტური
ქართული საკალათბურთო ლეგიონის მორიგი ტური
05.04.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

22 წლის რატი ანდრონიკაშვილმა ესპანურ მურსიაში პირადი რეკორდი დაამყარა. ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სერიის პირველ მატჩში მურსია სტუმრად უნიკახას შეხვდა და 67-83 დამარცხდა, ანდრონიკაშვილმა კი 9 ქულა მიითვალა, რაც მისთვის მურსიაში გადასვლის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

ანდრონიკაშვილმა  მოედანზე მთლიანობაში 14:44 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულას, 3 მოხსნას, 2 პასსა და ერთ ჩაჭრას მოუყარა თავი. რატიმ 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგო. თად მაკფადენმა 21:57 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი დააგროვა. მაკფადენმა ერთი ორქულიანი ააცილა, 7-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.


ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 12 აპრილს გაიმართება. ანდრონიკაშვილი-მაკფადენის გუნდს მოგება სჭირდება, რათა სერიაში ანგარიში გაათანაბროს.

***

დუდა სანაძე კვიპროსის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში ქართველი უკანახაზელის ლიდერობით  ანორთოსისმა იოლად - 103-83 სძლია აპოელს და ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში შევიდა.

დუდა სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო, მან 27:24 წუთი ითამაშა და გუნდს 29 ქულა მოუტანა (5 სამქულიანი 12 ცდიდან). ქართველი ლეგიონერი მატჩის ბომბარდირიც გახდებოდა (აპოელ-ის სიმიტცისმა 30 ქულა ჩააგდო), რომ არა საჯარიმო ხაზიდან არაზუსტი სროლები (6-დან 2 ჩააგდო). დუდას ანგარიშზეა 5 პასი, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარებაც. მარგი ქმედების კოეფიციენტით (26) ის გუნდში მეორე ადგილზე გავიდა. დანარჩენ წყვილებში ნახევარფინალისტების ვინაობა ჯერ არ გარკვეულა.


დუდა სანაძე საშუალოდ 20.2 ქულას აგროვებს თამაშში და ამ მხრივ კლუბში საუკეთესო შედეგი აქვს.

***

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი სტაბილური მატჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. სან ანტონიო სტუმრად შეხვდა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ ფინიქსს და 21 ქულით - 94-115 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ფინიქსში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, კევინ დიურანი თამაშობს, რომელთან პაექრობა სანდროს რამდენიმე ეპიზოდში მოუწია.


სანდრომ პარკეტზე 28:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. განსაკუთრებით ეფექტური კრის პოლთან თამაშის მომენტი იყო, როდესაც მამუკელაშვილმა ორქულიანი ჩააგდო.


ფინიქსს დევინ ბუკერმა და კრის პოლმა ულიდერეს. ბუკერმა 27 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, ხოლო პოლის ანგარიშზე 22 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი იყო. კევინ დურანტმა სან ანტონიოს 18 ქულა ჩაუგდო.


გრეგ პოპოვიჩის გუნდს რეგულარულ სეზონში კიდევ სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი, რის შემდეგაც სეზონს დაასრულებს. სან ანტონიო მომდევნო მატჩში პორტლენდს საკუთარ არენაზე უმასპინძლებს.


ვიდეო კადრები მატჩიდან

***

გოგა ბითაძის ორლანდომ კლივლენდს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 113-117 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა საკმაოდ შედეგიანად ითამაშა და მოედანზე ეფექტურ გარჯასთან ერთად 10-ქულიან ბარიერს უწია.


გოგამ პარკეტზე 16:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ერთი სამქულიანი ააცილა. აღსანიშნავია, რომ გოგა ყველა ეპიზოდში ეფექტურად თამაშობდა. ქართველმა ცენტრმა ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქეს ჯერ დააფარა, რის შემდეგაც შეტევაში წავიდა და 2 ქულაც მოიპოვა.


ორლანდოელებმა ვერ გააჩერეს დონოვან მიტჩელი. კლივლენდის კალათბურთელმა 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 43 ქულით დაასრულა.


ორლანდოს რეგულარულ სეზონში კიდევ სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი და მომდევნო შეხვედრას საკუთარ არენაზე ისევ კლივლენდთან გამართავს.


მატჩიდან