საქართველოს მასტერ-ლიგის ნაკრებმა ასპარეზობა მე-4 ადგილით დაასრულა
02.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს მასტერ-ლიგის ნაკრებმა დღეს ჯერ, რუმინეთის ნაკრებთან ნახევარფინალური მატჩი 1-3 წააგო, შემდეგ კი, მე-3 ადგილისთვის ბრძოლაც დათმო მინიმალური ანგარიშით, 0-1 ხორვატთა საკმაოდ ძლიერ გუნდთან, პროგრამა მინიმუმი შეასრულა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, თავდაპირველად ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოახერხა გასვლა. ნახევარფინალში მოხვედრის შემდეგ კი, მასტერ-ლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპობა.
ამასთან, ჩვენმა გუნდმა, International Socca Federation - ის მიერ ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატის Fair Play ჯილდოც დაიმსახურა, ტურნირის ბომბარდირი კი, ლევან ჩიხრაძე გახდა.
ფოტო: დავით ქარელი