სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
31.03.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები.


სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.


აღმასკომის წევრებმა მოისმინეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის მამუკა ხაბარელის ინფორმაცია ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (21-27 იანვარი, 2023 წელი) საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის შესახებ.


ამ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში კონსტანტინე სუპატაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ამ შეჯიბრების ისტორიაში.  აღინიშნა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის ნაყოფიერი საქმიანობა. ითქვა, რომ 2025 წელს ბაკურიანში გასამართი ევროპის ზამთრის მომდევნო ოლიმპიური ფესტივალი ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი ტალანტების გამოვლენას ზამთრის სპორტში.


III ევროპული  თამაშებისთვის (კრაკოვი, 21 ივნისი - 2 ივლისი, 2023 წელი) საქართველოს სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობისა და თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების შესახებ სეოკ-ის აღმასკომს ინფორმაცია მიაწოდა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.


აღინიშნა, რომ  III ევროპულ თამაშებში საქართველოდან სპორტის 15 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი სპორტსმენი. თამაშებისთვის მზადება მიმდინარეობს გეგმაზომიერად, მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გარეშე, მზადების პროცესში აქტიურადაა ჩართული სამედიცინო ჯგუფი. ამ ეტაპზე ოლიმპიური დელეგაციის აღკაზმულობასთან და პოლონეთში მგზავრობასთან დაკავშირებით ყველა საკითხი მოგვარებულია. კრაკოვში III ევროპულ თამაშებში მონაწილეთა გაცილების ცერემონიალი გაიმართება 16 ივნისს.


III ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიალზე საქართველოს დელეგაციის მედროშედ დამტკიცდა  კანოეში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე ზაზა ნადირაძე.


აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ( 23-29 ივლისი, მარიბორი, სლოვენია) ქართველ სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობის შესახებ.


 ,,ბაკურიანი 2025" -ის საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობის შესახებ სეოკ-ის აღმასკომს ინფორმაცია მიაწოდა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ხაბარელმა.


სეოკ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა იმსჯელა სეოკ-ის სამეგრელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტი ,,ოლიმპის" შესახებ.


აღინიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა (თავმჯდომარე ლევან ლატარია) პრაქტიკულად მოწყვეტილია ქვეყნის ოლიმპიურ და სპორტულ ცხოვრებას, ადგილი აქვს სეოკ-ის წესდების მოთხოვნათა უგულებელყოფას, რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელით ( რომელიც წლებია უცხოეთში იმყოფება) კეთდება განცხადებები, რაც იწვევს საქართველოს ოლიმპიური მოძრაობის  დისკრედიტაციას.


აღმასკომის დადგენილებით, სეოკ-ის წესდების  VI თავის 4.1 პარაგრაფის შესაბამისად, სეოკ-ის სამეგრელოს რეგიონალურ ორგანიზაციას შეუწყდა უფლებამოსილება.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია წარედგინება სეოკ-ის უახლოეს სესიას. სეოკ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის განახლებასთან და შემდგომ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ ადმინისტრაციასა და სპორტის ხელმძღვანელობასთან.


სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით,  პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.


დღევანდელ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისათვის და დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ოლიმპიური კომიტეტის დიპლომით და პრემიით  დაჯილდოვდა  ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის ფოტომემატიანე , მრავალი ისტორიული ფოტოს ავტორი ალექსანდრე კოტორაშვილი. ჯილდო გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი