საქართველოს ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფი ქულით დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფი ქულით დაიწყო
28.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჟორჟი მიქაუტაძის გოლით, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში  დღეს მხოლოდ, მეორე ტაიმში გაათანაბრა და შესაბამისად, ნორვეგიასთან დაპირისპირებებში "ნავსი" გატეხა.  უეფა, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ვილის სანიოლის გუნდმა ქულის აღება მოახერხა და ამით ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებებში ნორვეგიელებთან მეოთხე სპარინგში პირველად, ვილი სანიოლის გუნდმა ქულა აიღო...

ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველთა გუნდს, თამაშის სტარტიდან ემჩნეოდა ნერვიულობა და ეს განწყობა, გუნდს ფონად, თითქმის მთელი პირველი ტაიმი გაჰყვა. ნორვეგიელებმა და მხოლოდ იმიტომ არა, რომ მე-15 წუთზე ალექსანდერ სიორლოტისმა გოლი გაგვიტანა, პირველ ტაიმში აშკარად გვაჯობეს. ამასთან, კარგად აკონტროლეს ქართველა გუნდის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ამისად მიუხედავად, მატჩის დამთავრების შემდეგ, საქართველოს ნაკრებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.


„საწყისი 20-25 წუთით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, ბურთს ხშირად ვკარგავდით და არაფერი გამოგვდიოდა. პირველივე ტაიმში ტაქტიკური გადაადგილებები გავაკეთეთ, მეორე ტაიმში კი, მცველის ნაცვლად თამაშში თავდამსხმელი ჩავრთეთ, რის შედეგადაც უფრო ამბიციურად ვითამაშეთ. კარგია ის ფაქტი, რომ თამაში გადავარჩინეთ, რაც მეტყველებს, რომ გუნდში ხარისხი არის, თუმცა, ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილს გოლის მომენტში შეეძლო უკეთ თამაში, მაგრამ ამის შემდეგ ფანტასტიკური იყო. ის ყოველ კვირაში ამტკიცებს „ვალენსიაში" რა შეუძლია და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის", - იტყვის მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან შეხვედრისას ვილი სანიოლი.




მეორე ტაიმში ნაკრები დამშვიდებული და ამბიციური გამოვიდა. მიუხედავად, იმისა, რომ მატჩის შემდეგომ პრესკონფერენციაზე, სტუმართა გუნდის თავკაცი იტყვის, რომ მისი აზრით, შეხვედრის მეორე ნახევარი პირველისგან დიდად განსხვავებული არ იყო და საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე, თავისი სწრაფი და ხარისხიანი შემტევი ფეხბურთელების გამოყენებას ცდილობდა,  მეორე ნახევარში მათ უფრო მეტი საგოლე მომენტი შექნეს,  ვიდრე პირველში და ის, რომ გოლი ვერ გაიტანეს, მხოლოდ ქართველთა მეკარის დამსახურებაა.


კიდევ რა შეცვალა სანიოლიმ მეორე ტაიმის დასაწყისში - თამაშიდან ჩახსნა მცველი (ჯიმი ტაბიძე) და დაამატა შემტევი. „დღეს მეორე ტაიმში 4 შემტევი იყო მინდორზე, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ლობჟანიძე და კვარაცხელია, მათ კარგად ითამაშეს, მაგრამ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონო და შემდეგ გადავწყვეტთ, ვითამაშებთ თუ არა, ასეთი შემტევი შემადგენლობით. თუმცა, რასაკვირველია, ეს ვარიანტიც განიხილება და ერთ-ერთი არჩევანი იქნება მომავალში", - ამბობს სანიოლი. მომავალში რა იქნება, მომავალი აჩვენებს. მანამდე კი, მიქაუტაძემ რომელიც შესანიშნავ ფორმაშია ეს კიდევ, ერთხელ დაამტკიცა.



სხვათა შორის, ბუდუსთან ერთად, მინდორზე გამოსულმა საბა ლობჟანიძემაც ცოტათი არია სტალე სოლბაკენის გეგმები და ამ ფლანგზე, მეტ-ნაკლებად დალაგებულ თამაშში დისონანსი შეიტანა, პირადად მე, თუ დღევანდელი შეხვედრიდან ვინმეს გამოვარჩევდი, ოთარ კაკაბაძე იყო. 2-3 მომენტი, რომელზეც  მატჩის შემდეგ, სტუმართა გუნდის მწვრთნელი ამახვილებს ყურადღებას, სწორედ, „კაკაბას" აქტიურობას მოჰყვა. „კვარამ" რამდენჯერმე სახიფათოდ დაატრტყა ნორვეგიელთა კარის მიმართულებით, თუმცა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა კარის ძელს.


„ბოლო ერთა ლიგის მატჩებს თუ გავიხსენებთ, გიბრალტართან მატჩების გარდა, კვარაცხელია თითქმის ყოველთვის ცენტრში თამაშობდა. ის იმდენად გულწრფელი ბიჭია, რომ სადაც არ უნდა ვათამაშო, ყოველთვის ასრულებს ჩემს დავალებებს, შეუძლია მარცხნივ, ცენტრში და მარჯვნივ თამაში. რა თქმა უნდა, ის კლუბში გამოკვეთილი მარცხენა გარემარბია და მისთვის საყვარელი პოზიციაა, მომავალში აუცილებლად ვეცდებით ამ ფუნქციით უფრო მეტად დავტვირთოთ", - ამბობს ვილი სანიოლი.




სანერვიულო გამოდგა, შეხვედრის ბოლო რამდენიმე წუთი, როდესაც VAR-მა ორჯერ გადაამოწმა მომენტი პენალტზე, თუმცა, ორჯერვე, „სუფთად" გამოვედით. ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა, დღეს ბათუმში ნორვეგიას ქულა წაართვა. რა იქნება მომავალში, ამის შესახებ, დღეს არც ვილი სანიოლი საუბრობდა. თუმცა, მედიის კითხვებზე „ჩაკვესთან „დაკავშირებით, პასუხობდა.


„ყველამ იცის, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია. თანამედროვე ფეხბურთი ძალიან სწრაფი და შრომატევადია, ნახევარმცველები და შემტევები დაცვას ეხმარებიან, როგორც ამას კვარაცხელია აკეთებს, მაგრამ ჩაკვეტაძე ჯერ არ არის ისეთი ფორმაში, რომ ასეთ დატვირთვას გაუძლოს. რასაკვირველია, ჩვენ მას ველოდებით, რომ შევა საუკეთესო კონდიციაში და ითამაშებს. ზოგადად, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, ვინც დაიმსახურებს, ყოველთვის ის ითამაშებს", - თქვა სანიოლიმ.


მაშ ასე, საქართვლოს ნაკრებმა საკმაოდ გრძელ გზაზე, მსვლელობა ქულით დაიწყო. მომდევნო შეხვედრებს ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, კვიპროსზე და 20 ივნისს შოტლანდიაში გამართავენ.