უკვე დროა, თბილისი - ბათუმი...
უკვე დროა, თბილისი - ბათუმი...
28.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფან-კლუბის წევრები დღეს, ბათუმში, იუსტიციის სახლთან 17:00 საათიდან შეიკრიბებიან იქიდან სტადიონის მიმართულებით გაემართებიან, ამის შესახებ, ჩვენს გვერდს, ქომაგთა ტრიბუნის ლიდერმა ბექა ნოზაძემ განგვიცხადა. მისივე თქმით, ამის შემდეგ, ქომაგები საქართველოს ეროვნული ნაკრების ავტობუსს დახვდებიან და ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შეაცილებენ.


 დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჯგუფურ საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. თამაშამდე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა თავს, ცოტა მოდუნების უფლებაც მისცეს და ბათუმის ბულვარში გაისეირნეს.


გამომდინარე იქიდან, რომ ამ წუთასაც ბათუმისკენ მომავალ მატარებელში ვარ, ჩემთვის რთულია განვსაჯო, რამდენად საფეხბურთო განწყობაა ქალაქში. თუმცა, მატარებელში რომელიც თბილისიდან 10:25 წუთზე დაიძრა, მხოლოდ საქართველო-ნორვეგიის თამაშზე მომავალი გულშემატკივარი ზის.  ჩემი ინფორმაციით, სპეციალურად ამ შეხვედრისთვის თბილისიდან კიდევ ერთ მატარებელს მოჰყავს ბათუმში ქომაგები...


რაც შეეხება საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირებებს, გუნდები  დღემდე ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ და სამივეჯერ დამარცხდნენ.


1996 წლის 1 სექტემბერი, ამხანაგური 1-0

1999 წლის 28 აპრილს, ევროპის საკვალიფიკაციო 1 -4

1999  წლის 30 მაისს, ევროპის საკვალიფიკაციო  1-0


ასე, რომ ახლა უკვე რევანშის დროა. მითუმეტეს, რომ ამ ორი გუნდის ბოლო თამაშებით თუ ვიმსჯელებთ, 5 შეხვედრიდან  საქართველოს ნაკრებს, 3 აქვს მოგებული და 1 წაგებული  და ერთიც ფრედ ჩამთავრებული. რაც შეეხება  ნორვეგიას, ჩვენმა მეტოქემ ბოლო 5 მატჩიდან, 3 წააგო,  1 მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. კიდევ ერთი დეტალი, ამ თამაშებში საქართველოს 10 გოლი აქვს გატანილი და 5 მიღებული.  ნორვეგიას კი, საკუთარ კარში 9 ბურთი აქვს გაშვებული.


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის დაპირისპირება დღეს, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე 20:00 დაიწყება.

 


სპეციალირად  თბილისი - ბათუმი

#მევარსაქართველო