სამი ოქრო ტურნირის ბოლოს, კიდევ ორი ბრინჯაო და ერთიც ვერცხლი, სულ 6 მედალი და გუნდური პირველი
სამი ოქრო ტურნირის ბოლოს, კიდევ ორი ბრინჯაო და ერთიც ვერცხლი, სულ 6 მედალი და გუნდური პირველი
26.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის გრან სლემის მე-3 საასპარეზო დღის დასაწყისში სერბეთი, მონღოლეთი, გერმანია და უზბეკეთიც კი, ახლოს იყვნენ რომ IJF-ის მორიგი ტურნეში, რომელიც 24-26 მარტს თბილისში ტარდებოდა, გუნდური პირველი ადგილი მოეგოთ. ამის საბაბს ისიც აძლევდათ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტრადიციულ თბილისურ ტურნირზე, მასპინძლებმა პირველ-ორ დღეს ვერ მოახერხეს უმაღლესი ხარისხის მედლების მოგება და მხოლოდ, გიორგი სარდალაშვილის ვერცხლი (-60 კგ) და  ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაოს (-73კგ) დასჯერდნენ. თუმცა, მესამე დღე, რომელიც ალბათ, კიდევ უფრო დახუნძლულიც შესაძლოა ყოფილიყო, თუმცა, შეჯიბრის ბოლო დღეს, ჩვენები მხოლოდ 3 ოქროსა და ერთ ვერცხლს დასჯერდნენ.

-90კგ წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი შედგა. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონს ლუკა მაისურაძეს დაუპირისპირდა.  ფინალამდე ლაშამ კანადელი, იაპონელი და ბერძენი ჯუდოკები დაამარცხა. თავის მხრივ ლუკამ  ემირატებიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან ჩამოსულ  ძიუდოისტებს მოუგო.  ნაკრებში თანაგუნდელების დაპირისპირება საინტერესო და დაძაბულად წარიმართა. ლაშამ სტარტზე ვაზარის აიღება მოახერხა და ტაქტიკურად ბრძოლა მისთვის სასურველი სცენარით წაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ლუკას, ძირითადად დავაში უხდებოდა ყოფნა, ქულის ასაღებად მცდელობა არ დაუკლია. საკმაოდ დინამიური დაპირისპირება საბოლოოდ, ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა.


-100 კგ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძემ ფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგო. ფინალში, ქართველი მონღოლს უპირისპირდებოდა. ერთი დღით ადრე, ბათუმში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მუხტი და გამარჯვების სულისკვეთება მონღოლეთის ნაკრებთან მიღწეული წარმატების შემდეგ, როგორც ჩანს, ილიასაც გადმოჰყვა ტატამზე. ქართველმა შეხვედრის დაწყებიდან 1:01 წუთში ვაზარის აღება მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ ბატხუიაგ გონჩიგსურენი ბევრს ეცადა ბრძოლის შემოტრიალებას, სულამანიძემ უპირატესობა აღარ გაუშვა ხელიდან და ოქრო მოიგო.


სულ ბოლო წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ასპარეზობდა. ქართველმა +100კგ-ში ზედიზედ მესამე თბილისური გრან სლემი მოიგო და თანაც, დღის მესამე ოქროს დაეუფლა მამაკაცებს შორის. ზაალიშვილმა ფინალამდე გზიდან ჩამოიცილა გერმანელი ლოსენ  კონე, უზბეკი შოხრუხონ ბახტიროვი და კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ენდი გრანადა ჩამოიცილა. ეს ბოლო, აღნიშნულ წონაში, თბილისური ტურნირის ფავორიტადაც კი ითვლებოდა. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში გელამ, 19 წლის და საკმაოდ პერსპექტიული თურქი მუნირ ერთუგი, შეხვედრის დასრულებამდე 33 წამით ადრე აღებული ვაზარის წყალობით დაამარცხა.


საერთო ჯამში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2023 წლის თბილისის გრან სლემზე, რომელიც ახლა დარბაზში, „თბილისი არენაზე" პირველად ჩატარდა 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.


 ფოტო: ©IJF / გაბრიელა საბაუ, თამუნა ყულუმბეგაშვილი