სომხეთი - თურქეთი ისტორიული მატჩის არასათამაშო პრევიუ
სომხეთი - თურქეთი ისტორიული მატჩის არასათამაშო პრევიუ
25.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ერევნის ქუჩებში, თამაშის დღეს, 25 მარტს ფანების მსვლელობა დაახლოებით საღამოს 5 საათიდან დაიწყო. ვერ გეტყვით, სომხეთის ფედერაციის ქომაგთა ჯგუფის ერთი ნაწილი დადიოდა სიმღერითა და შეძახილებით ჩემს მიერ ნახსენები დროიდან თუ, სხვადასხვა ჯგუფები, მაგრამ სტადიონზე მოსულს იქ, ბევრად უფრო მეტნი დამხვდნენ, ვიდრე ჩემი სასტუმროს წინ ჩავლილები დამხვდნენ. „რესპუბლიკურ სტადიონზე" მოსულს იქ უკვე დამხვდა სომხეთის დროშებით გადაფერადებული ტრიბუნა მთავარი ბანერით - „ჩვენ უძველესი ერი ვართ, უძველესი დროიდან მომავალი და ახალი გამარჯვებებისკენ მივიწევთ". ეს სომხეთის ახლანდელი ფედერაციის უშუალო მხარდამჭერები, „წითელი არწივები" არიანო, მითხრეს ადგილობრივმა კოლეგებმა.




სხვათა შორის სტადიონზე, გულშემატკივარმა კარებების გახსნის მომენტიდან დაიწყო მისვლა და ორი საათით ადრე ის, თითქმის უკვე სრულად იყო შევსებული!


სტადიონის კიდევ ერთ ნაწილში, უშუალოდ გასახდელების გვირაბის მოპირდაპირე მხარეს ჩემი ყურადღება გადაშავებულმა ტრიბუნამ მიიქცია. აქ, ე.წ. არწივები ისხდნენ, სომხეთის ნაკრების ულტრას გულშემატკივარი, რომელთან ერთადაც სხვათა შორის, სტადიონამდე გზის გავლა მეც მომიწია. სხვათა შორის ტრიბუნაზე, ძალიან ბევრი იყო ის, ვინც ემიგრაციაში, სხვადასხვა ქვეყნის კლუბების მსგავს ტრიბუნაზე დგას, თუმცა, სომხეთის ნაკრების თამაშებისთვის ერევანში ჩამოდის და თავისი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობს.




ამ ორ სექტორს ერთმანეთში არც გადაძახილი ჰქონია (მაგალითად რაც ვნახე სერბეთთან, ბელგრადში) და არც ერთმანეთში უჩხუბიათ (პოლონეთის ნაკრების თამაში გემახსოვრებათ თბილისში), ყოველ შემთხვევაში ამ თამაშზე (თორემ მანამდე, ორჯერ ჰქონდათ, ერთმანეთთან დაპირისპირებაო). დღეს, ამ სექტორებს და საერთოდ, გულშემატკივარს აქ, ერთი რამ აერთიანებდათ. სომხეთის სამართალდამცავების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორი დღის მანძილზე, პირადად მე, სომხურ-თურქული საუკუნოვანი დაპირისპირების ნიადაგზე, არანაირი ექსცესი არ მინახავს, თუ არ ჩავთვლით, რიგითი გულშემატკივრის იერით მომუშავეებს, რომლებიც თურქულადაც გამართულად საუბრობდნენ და თურქ ჟურნალისტებთანაც „დამეგობრებას" ცდილობდნენ. თურქეთიდან კი ამ თამაშზე, გუნდს დაახლოებით 20 ჟურნალისტი, მათ შორის 3 ფოტოგრაფი ახლდა.




სამაგიეროდ, არ იყვნენ თურქი ქომაგები, წესით მათი ტრიბუნა ცარიელი უნდა ყოფილიყო, თუმცა, თამაშის დაწყების წინ, ერევნის „რესპუბლიკის მოედანზე" გადავსებული იყო, სტადიონზე 14400 გულშემატკივარი მთელი თამაშის მანძილზე „წინ, წინ სომხეთის სიმღერით" ცდილობდა საკუთარი გუნდის გამხნევებას. ბუნებრივია, სტუმარი, თურქეთის გუნდის ლაინ-აფის გამოცხადებას გამაყრუებელი სტვენა მოჰყვა, მეტ-ნაკლებად ჰიმნის დროს. სტადიონის დიქტორს, რამდენჯერმე მოუხდა გამოეცხადებინა, რომ თურქი მოთამაშეების მისამართით არ მიენათებინათ მწვანე ფერის ლაზერი და არ ესროლათ ნივთები (ეს, პრინციპში, ერთხელ მოხდა, მეორე ტაიმში, როდესაც ქერემ აქთურქოლუმ 64-ე წუთზე სტუმართა გუნდი დააწინაურა.




მატჩის პრევიუდან, ალბათ კიდევ რამდენიმე დეტალზეა ყურადღება გასამახვილებელი, პირო შოუზე, რომელიც სომეხმა გულშემატკივარმა ჰიმნების შესრულების დროს მოაწყო. "წითელ არწივებმა" რამდენიმე ბანერით სომხეთისთვის მნიშვნელობანი ისტორიული თარიღიც გააცოცხლეს - ერთგბარად თანამერდოვე ვითარებასაც, რომ ეხმიანება. თურქეთის ნაკრების შავ სამკლაურებზე, რითაც გუნდმა იასპარეზა -  ეს შავი სამკლაურები თებერვლის დასაწყისში მიწისძვრით გამოწვეული გლოვის ნიშანი იყო (თუმცა, აქ წუთიერ დუმილზე ალბათ, 6 თებერვლიდან გასული დროის გამოც ზედმეტი სალაპარაკო იყო) და სტუმარი გუნდის სექტორის ბილეთებზე, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ უეფა-ს გადაწყვეტილებით (რაც ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გაკეთდა) ერევანში ვერ ჩამოვიდოდნენ თურქეთის ფედერაციამ სიმბოლურად მაინც გაყიდა და თანხა, მიწისძვრით დაზარალებულებს მოახმარა.


რაც შეეხება შეხვედრას, უეფა-ს ევრო 2024-ის D ჯგუფის პირველ საკვალიფიკაციოს სომხეთსა და თურქეთს შორის ის, ანგარიშით 1-2 დასრულდა, სტუმართა სასარგებლოდ.





სპეციალურად ერევნიდან

პირადად მე მადლობას ვუხდი, სომხეთის ფედერაციის პრეს-სამსახურს მატჩზე მუშაობისას აღმოჩენილი დახმარებისთვის