ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
25.03.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის თბილისის გრან სლემის მეორე დღეც ერთი მედლით დასრულდა.


ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი -73 კილოგრამ წონითი კატეგორია გამოდგა. საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულიანმა წევრმა, ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა თბილისურ ტატამზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბულგარელი მარკ ხრისტოვი ვაზარით დაამარცხა.


ერთი დღით ადრე ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ).