ქართული ლეგიონი ევროპასა და ამერიკაში
ქართული ლეგიონი ევროპასა და ამერიკაში
25.03.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა" ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში 30-ე მატჩი გამართა. ბოლონიელებმა მადრიდის „რეალს" უმასპინძლეს და 79:96 დამარცხდნენ.

პირველი ტაიმი მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა. მესამეში შემგელიას წინამძღოლობით „ვირტუსმა" სხვაობის შემცირებაც შეძლო და თამაშის შემოტრიალების იმედიც გაუჩნდა. თუმცა, მეოთხე რაუნდში ბოლონიელებმა ვერაფერი გააწყვეს ხორვატი მარიო ჰეზონიას წინააღმდეგ, რომელმაც ზედიზედ 5 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი 8 სამიანი მოუგროვდა (11-დან) და 26 ქულით მატჩის ბომბარდირიც გახდა. თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 25 წუთი, 10 ქლა, 6 მოხსნა, 3 პასი.


„ვირტუსს" 13 მოგება, 17 წაგება აქვს, სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა და ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 28 მარტს თელ-ავივში „მაკაბის" წინააღმდეგ გამართავს.


ვიდეო-კადრები მატჩიდან


***


აღმოსავლეთის ტურში მყოფ სან ანტონიოს შემადგენლობაში მორიგი, უხვწუთიანი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილმა. ტეხასური გუნდი აშშ-ს დედაქალაქს ესტუმრა და ადგილობროვ ვიზარდსთან მატჩი 124:136 დათმო. ართველი მეფარე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.


მამუკელაშვილმა 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი აუცდა. საუკეთესო მოედანზე ტრავმის შემდეგ დაბრუნებული კელდონ ჯონსონი გახდა, რომელმაც 30 წუთი 30 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. კეიტა ბეიტ-დიოპმა 20 ქულა მიითვალა, მაკაქი ბრენჰემის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. 


19 მოგებით და 55 წაგებით სან ანტონიო აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა და მხოლოდ ჰიუსტონ როკეტსს უსწრებს. შემდეგი მატჩი მამუკელაშვილის გუნდს ისევ სტუმრად, ამჯერად ბოსტონ სელტიქსთან ელის.


ვიდეო-კადრები მატჩიდან