დღეს, სასტუმრო „მერიოტში" თბილისის გრან სლემის წილისყრა გაიმართა. საერთო ჯამში, ტურნირზე 61 ქვეყნის 419 ძიუდოისტი იასპარეზებს, მათ შორის 221 კაცი და 198 - ქალი. ტურნირზე საქართველო 40 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის 12 ქალია. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქართველი გოგონები ძალებს მხოლოდ 6 წონით კატეგორიაში სცდიან. ტურნირის დაწყებამდე, ქართველთა გუნდის განაცხადი ასე გამოიყურებოდა:
60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე, საბა გრიგალაშვილი.
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია.
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი.
81 კგ: ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა.
90 კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური.
100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე.
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.
ქალები
48 კგ: ნატალი ყიფშიძე.
52 კგ: ელენე წიკლაური, მარიამ ფოცხვერაშვილი, მარი მახარაშვილი.
57 კგ: ნინო წიკლაური, გვანცა მჭედლიშვილი, ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი.
63 კგ: ეთერ ასკილაშვილი, ნინო გეთიაშვილი.
70 კგ: რეგინა უთნელიშვილი.
78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
წილისყრას, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელების გარდა, წილისყრის ცერემონიას საქართველოს მხრიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ესწრებოდნენ. წილისყრამდე ერთი დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტატო, ტრავმის გამო, თბილისის გრან სლემზე მონაწილეობას ვერ მიიღებდა. თბილისის გრან სლემს ვარლამ ლიპარტელიანიც გამოაკლდა.
თბილისის გრან სლემი სტარტს ოფიციალურად ხვალ, 24 მარტს 10:00-ზე აიღებს. ამ დროიდან სამივე დღეს წინასწარი შეხვედრები დაიწყება, ფინალური ბლოკი კი, სამივე დღეს 17:00 საათზე გაიმართება. გრანდ სლემი „თბილისი არენაზე" ჩატარდება. „თბილისი არენაზე" დასასწრები ბილეთის ფასი სამივე საშეჯიბრო დღეს 10 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს.
ფოტო: © IJF