საქართველო - მონღოლეთი | 24 მარტის განრიგი
საქართველო - მონღოლეთი | 24 მარტის განრიგი
23.03.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს შეკრების მეოთხე დღეს, ვილი სანიოლის გუნდმა კვლავ დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.

24 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო თბილისის ბაზაზე კიდევ ერთ ვარჯიშს ჩაატარებს, რომელიც აკრედიტებული მედიისთვის ღია იქნება. ვარჯიშის შემდეგ, ჩვენი გუნდი ბათუმში გაემგზავრება, სადაც, სასტუმრო ჰილტონში, აკრედიტებული მედიისთვის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება.


მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს. 28 მარტს კი, ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება.


24 მარტის განრიგი

11:00 | თბილისი | საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)


18:00 I ბათუმი I მონღოლეთის ნაკრების ღია ვარჯიში ჯონი ბაკურიძის სახელობის სპორტული ბაზა  (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)


20:30 | ბათუმი | ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია სასტუმრო ჰილტონში.  დაშვებულია აკრედიტებული მედია.


საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)


დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო", ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა", ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო", თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო", თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი", მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია)


25 მარტი | საქართველო - მონღოლეთი | 18:00

28 მარტი | საქართველო - ნორვეგია | 20:00