პლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლმა ორლანდო მეჯიქმა, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა. ფლორიდულმა გუნდმა პლეი ოფში ადგილგანაღდებულ ნიუ იორკს უმასპინძლა და 111:106 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელმაც მოედანზე არასრული 14 წუთი გაატარა.
გოგა ბითაძემ ერთხელ, ისიც ზუსტად შეუტია ნიუიორკელთა კალათს, ხოლო ფარქვეშ მეტად აქტიური იყო. ქართველმა ცენტრმა 2 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. პერიოდების მიხედვით, ბითაძემ ყველაზე მეტი - 5 წუთი ბოლო მეოთხედში ითამაშა.
ორლანდოელთაგან საუკეთესო შედეგი დრაფტის პირველ ნომერს, იტალიელ პაოლო ბონკეროს ჰქონდა - 21 ქულა, 6 mოხსნა, 4 პასი. 31 მოგებითა და 43 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ინის ზონაში, მე-10 ადგილზე მყოფ ჩიკაგო ბულსს 3 მოგებით ჩამორჩება. შემდეგ მატჩს ფლორიდელები 26 მარტს, შინ, ბრუკლინ ნეტსთან გამართავენ.