- შემადგენლობა და მატჩის გვერდი - ბელგია 4:2 საქართველო
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში პირველი მატჩი გამართა. ბესარიონ არველაძის გუნდი ბელგიასთან 2:4 დამარცხდა.
მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების რიგებში ერთი გოლი ზაზა იაშვილმა გაიტანა, მეორე გოლი კი ბელგიელებმა საკუთარ კარში გაიტანეს. მეორე ტაიმის დასაწყისში, საქართველოს ნაკრების ძირითადმა მეკარემ, გიგი ლომაიამ წითელი ბარათი მიიღო. გადამწყვეტი უპირატესობა მეტოქემ მატჩის დასკვნით 5 წუთში მოიპოვა.
მეინ რაუნდის მომდევნო მატჩს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 23 მარტს, ტურნირის მასპინძელ ლატვიასთან გამართავს. 25 მარტს, ჩვენი გუნდი ტურნირის დასკვნით შეხვედრას ფინეთთან ჩაატარებს.
ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეინ რაუნდის შვიდ საუკეთესო ნაკრებს ტურნირის მასპინძელი ხორვატია შეუერთდება. ჩემპიონობისთვის სულ რვა გუნდი იბრძოლებს. ხორვატიაში მატჩები 2023 წლის 3-10 სექტემბერს შედგება.