სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 15-23 აპრილს ერევანში, დემირჩიანის სახელობის სპორტულ საკონცერტო კომპლექსში, ძალოსნობაში, ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელიც ამავდროულად, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ტურნირიც იქნება.
სომხეთის განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროზე დაყრდნობით, Armenpress-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მიღებას აპირებს აზერბაიჯანის ძალოსანთა ნაკრებიც.
„ამ დროისთვის აზერბაიჯანმა მონაწილეობა დაადასტურა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო. მარტის ბოლოს აპლიკანტი ქვეყნების ფედერაციებმა ევროპის სპორტის ფედერაციაში გარკვეული ფულადი გადარიცხვა უნდა განახორციელონ. ანუ აზერბაიჯანის ნაკრების მონაწილეობა საბოლოოდ დადასტურდება, თუ ისინი ყველა განსაზღვრულ პროცედურას განახორციელებენ", - ამბობს კარენ გილოიანი, სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე.
სტატია მომზადებულია ge.armradio.am-ს მიხედვით