მერაბ შარიქაძე: „ტურნირის მოგება ხარისხიანი თამაშებით დავიმსახურეთ“
მერაბ შარიქაძე: „ტურნირის მოგება ხარისხიანი თამაშებით დავიმსახურეთ“
20.03.2023
ავტორი: რაგბის კავშირი

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ გუნდმა 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და ტიტულის მე-15-ედ მოგება დაიმსახურა.

ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ გადამწყვეტ მატჩში, საქართველომ პორტუგალიას 6 ლელო გაუტანა და 38:11 სძლია.


„ამ თამაშს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა ქონდა: ეს იყო ჩვენი გუნდის მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე; წაუგებელი მატჩების სერია სარეკორდო მაჩვენებლამდე, 29-მდე გავზარდეთ; განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე გადავინაცვლებთ, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე დღით ვიკავებდით და აღარც კი მახსოვს ზედიზედ მერამდენედ გავხდით ჩემპიონები".


„წინა ინტერვიუს დროსაც ავღნიშნე, რომ საქართველო ამ ტურნირზე ყველაზე ძლიერი გუნდია და გამარჯვებულებიც დამსახურებულად გავხდით. წლევანდელ რაგბი ევროპაზე ხარისხიანი თამაშები ვაჩვენეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სადაც არ უნდა ჩაატარონ ფინალი და როგორც არ უნდა შეცვალონ ფორმატი, საქართველო მაინც ყველაზე ძლიერია. გულდასაწყვეტია, რომ ფინალი საქართველოში არ ჩატარდა, თუმცა ესპანეთშიც იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები და მათი თანადგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო".