საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ცლილებაა.
მარტში გასამართი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას მუხლის ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა გამოაკლდა. მის ნაცვლად, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, გუნდში ბათუმის „დინამოს" მცველი, მამუკა კობახიძე გამოიძახა. ეროვნულ ნაკრებს საწვრთნელ შეკრებაზე 17 წლის დებიუტანტი შეუერთდება. დინამო თბილისის წევრი გაბრიელ სიგუა ვილი სანიოლმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტში ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩებისთვის 26 ფეხბურთელის შემადგებლობით მოემზადებთა
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო", ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა", ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო", თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო", თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო", თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი", მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია),
25 მარტი | საქართველო - მონღოლეთი | 18:00
28 მარტი | საქართველო - ნორვეგია | 20:00