21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ლატვიასთან გასამართი მატჩისთვის
21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ლატვიასთან გასამართი მატჩისთვის
17.03.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია


საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 26 მარტს, ლატვიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრას თურქეთის ქალაქი ბელეკი უმასპინძლებს. შეკრების ფარგლებში, ბულგარეთის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გასამართი მეორე ამხანაგური მატჩი ტექნიკური მიზეზების გამო გაუქმებულია.


ლატვიასთან მატჩისთვის მოსამზადებელ პროცესში, გუნდს გორის დილას ნახევარმცველი - ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარება. მოახლოებული მატჩისთვის, ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად არიან გამოძახებული ასაკობრივი გუნდების ყოფილი წევრები, სამტრედიას მოთამაშე - გიორგი გვიშიანი და საბურთალოს ნახევარმცველი - გიზი მამაგეიშვილი.


U21 | შემადგენლობა


მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი).


მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ივა გელაშვილი (საბურთალო), მათე აბულაძე (სამტრედია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), თორნიკე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გვიშიანი (სამტრედია).


ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი კვერნაძე (დინამო ბათუმი), ოთარ ფარულავა (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკა ხორხელი (სამგურალი).


თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ იუნიონი, ესპანეთი), გიორგი ლომთაძე (გაგრა).