გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი, ამჯერად იოლი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელები კომპოსტელაში "ობრადორიოს" ესტუმრნენ და 78:58 დაამარცხეს, რაშიც ქართველმა ცენტრმა თავისი, სოლიდური წილი დაიდო.
შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულით მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი სასუ სალინი გახდა. მან 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, თუმცა სარგებლიანობის კოეფიციენტით საუკეთესო შერმადინი გახლდათ, რომელმაც ეს მაჩვენებელი 18 ერთეულით გამოხატა.
„ტენერიფეს" 22 ტურის შემდეგ 16 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას 26 მარტს შინ, „გრან კანარიას" წინააღმდეგ გამართავს. მანამდე, 23 მარტს ჩემპიონთა თასზე თურქულ „დარშაფაკას" შეხვდება.
ვიდეო-კადრები მატჩიდან