ვინ წავა სტამბულში სერია A-დან ერთ-ერთი და მეორე „ფასით“ „რეალი, „ბაიერნი“, „ჩელსი“ თუ „მანჩესტერ სითი“?
ვინ წავა სტამბულში სერია A-დან ერთ-ერთი და მეორე „ფასით“ „რეალი, „ბაიერნი“, „ჩელსი“ თუ „მანჩესტერ სითი“?
17.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სამწლიანი ცვლილებების და სამზადისის შემდეგ, სტამბოლი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის მზად არის. ყველაზე ტიტულოვანმა თურქმა ფეხბურთელმა ალთინთოფ ჰამითმა დღეს ფეხბურთის მოყვარულები ისტორიით სავსე, მეგობრული ხალხითა და გემრიელი კერძებით ცნობილ ქალაქში დაპატიჟა. კიდევ უფრო ცნობილმა ნიდერლანდელმა პატრიკ კლიუვერტმა კი, ჯერ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების გათამაშების სენსაციურ გუნდზე „ნაპოლიზე" გაამახვილა ყურადღება, ბოლოს კი, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში „მილანს" დაუწყვილა.

დღეს, უეფა-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეოთხედფინალური წილისყრა გაიმართა. განსხვავებით სხვა ეტაპებისგან, ამჯერად, წილისყრის დროს არ იყო შეზღუდვები, შესაბამისად შესაძლებელი იყო ინგლისური გუნდები ერთმანეთს მეოთხედფინალში გადაჰყროდნენ, ისევე, როგორც იტალიურები, რომლებიც თასისკენ მიმავალ გზაზე, ყველაზე მეტნი აღმოჩნდნენ ყველა ევროპული კლუბისთვის სანატრელ შუშის კალათაში.  ინგლისელები  „გადარჩნენ", აი იტალიურ კლუბებს კი, სტამბულამდე, მინი სერია A-ს თამაში მოუწევთ. რა თქმა უნდა, თუკი „ინტერი", მიმდინარე გათამაშებაში, საკმაოდ ძლიერი „ბენფიკას" დამარცხებას მოახერხებს.


საქმე ისაა, რომ დღეს, 1/2 ფინალების წილისყრაც გაიმართა და კიდევ, გაირკვა სტამბოლში, ვინ იქნება ნომინალური მასპინძელი.




მაშ ასე  1/4 ფინალში, რომელიც 11/12  და 18/19 აპრილს გაიმართება გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

„რეალი"   - „ჩელსი"

„ინტერი" - „ბენფიკა"

„მანჩესტერ  სიტი" - „ბაიერნი"

„მილანი"  - „ნაპოლი"


1/2 ფინალი  9/10 და 16/17 მაისს გაიმართება. ამ შემთხვევაში დღეს გადაწყდა, რომ მე-4 წყვილში გამარჯვებული, მე-2, ხოლო, პირველი - მესამეს დაუპირისპირდება.

„მილანი"  - „ნაპოლი"  / „ინტერი" - „ბენფიკა"

„რეალი"   - „ჩელსი" / „მანჩესტერ  სიტი" - „ბაიერნი"


და ბოლოს ფინალური შეხვედრა 10 ივნისს სტამბოლში, ათა თურქის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ამ შემთხვევაში ნომინალური მასპინძელი „რეალი"   - „ჩელსი" / „მანჩესტერ  სიტი" - „ბაიერნი"-ის „გზით" გასული გუნდი იქნება.





სტატიაში გამოყენებული ფოტოები: ©Kristian Skeie - UEFA/UEFA via Getty Images /  ©Tullio Puglia - UEFA/UEFA via Getty Images