ევროლიგის მორიგ, 29-ე ტურში ვირტუს ბოლონია სტუმრად მონაკოს შეხვდა. შესაბამისად, ერთმანეთის ნახვის საშუალება მიეცათ თორნიკე შენგელიასა და მანუჩარ მარკოიშვილს. მოგეხსენებათ, მანუჩარი მონაკოელთა სამწვრთნელო შტაბშია, ხოლო შენგელია ბოლონიელთა ერთ-ერთი ლიდერია. შეხვედრა მონაკოელთა გამარჯვებით - 81:68 დასრულდა.
შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 18:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 სამქულიანი ააცილა. თორნიკემ ბურთი ერთხელ ჩაჭრა და ორჯერ დაკარგა. მონაკოს მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ოკობოს ანგარიშზე იყო. მან 21 ქულა ჩააგდო, რასაც 5 პასი და 5 მოხსნაც მიაყოლა.
29 ტურის შემდეგ ბოლონიელებს 13 მოგება აქვთ და მე-12 ადგილზე იმყოფებიან. ბრძოლა 8 საუკეთესო გუნდში შესასვლელად მიდის, რომლებიც პლეი ოფში გადიან. რაც შეეხება მონაკოს, ჯუჯა სახელმწიფოს გუნდი 19 მოგებით მე-3 ადგილზეა და პლეი ოფის განაღდებული აქვს. შენგელიას გუნდი ევროლიგის 30-ე ტურში რეალს შეხვდება, რომელმაც ევროლიგის ერთ-ერთი ლიდერია.
ვიდეო-კადრები მატჩიდან