პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის 3.2 მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა
პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის 3.2 მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა
15.03.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის პირველ ეტაპზე, რომელიც 15 თებერვალს დაიწყო, გაიყიდა 3,2 მილიონზე მეტი ბილეთი. შეძენილი ბილეთების ორი მესამედი ფრანგებზე მოდის. მთლიანობაში პარიზის თამაშებზე დასასწრები ბილეთი 158 ქვეყნის წარმომადგენელმა შეიძინა. ბილეთების თითქმის 13 პროცენტი 24 ევროდ გაიყიდა, 70 პროცენტი - 100 ევროზე ნაკლებად და 4,5 პროცენტი 200 ევროზე მეტად.


გაყიდვების მეორე ეტაპი, სადაც 1,5 მილიონი ბილეთი გამოვა გასაყიდად, 15 მარტს დაიწყება. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ბილეთების გაყიდვიდან მიღებული საერთო შემოსავალი დაახლოებით 1,4 მილიარდი ევრო იქნება.


პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2024 წლის 26 ივლისი-11 აგვისტოს ჩათვლით.