ჩემპიონთა ლიგის L ჯგუფიდან პლეი ოფში ნაადრევად გასული გიორგი შერმადინის ტენერიფე სტუმრად თად მაკფადენისა და სანდრო ანდრონიკაშვილის მურსიას შეხვდა. მურსიელები ჯგუფიდან გამსვლელი მეორე საგზურისთვის იბრძვიან, რომელსაც მათ თურქული დარუშაფაკა ეცილება. ამის გამო, მოსალოდნელი იყო, რომ ტენერიფელები თანამემამულე გუნდის წინააღმდეგ თავს არ მოიკლავდნენ და ასეც მოხდა. მურსიამ შეხვედრა იოლად - 87:62 მოიგო და ცხრილში დარუშაფაკა ჩამოიტოვა. ბოლო ტურში დარუშაფაკა სწორედ ტენერიფეს ხვდება ესპანეთში და თუკი დამარცხდება, ჯგუფიდან გარანტირებულად მურსია გავა.
რაც შეეხება მატჩს: შერმადინმა პარკეტზე 19:59 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულას, 4 მოხსნას და ერთ პასს მოუყარა თავი. გიორგიმ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელს, თად მაკფადენს 4 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. რატი ანდრონიკაშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ვიდეო-კადრები მატჩიდან