ვასილ ლობჟანიძე: „ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები“
13.03.2023
ავტორი: რაგბის კავშირი
ბორჯღალოსნების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, პორტუგალიასთან საინტერესო თამაშის მოლოდინშია.
პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 23-წლიან ისტორიაში, ჩემპიონი ფინალურ ჯახში გამოვლინდება, რომელიც 15-ათასიან „ნუევო ვივეროზე" საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება.
„ფინალი ერთი თამაშია და ვინც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე, ყოველთვის რთულია. მით უმეტეს, რომ ჩვენი მეტოქე პორტუგალია ბოლო რამდენიმე წელია ვითარდება. მეტოქე გუნდი კარგი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და ფაქტიც სახეზეა - ფინალამდე ყველა თამაში დამაჯერებლად მოიგო. იმედი მაქვს კარგი სანახაობრივი თამაში გამოვა და ის ჩვენი გამარჯვებით დასრულდება".