ზედიზედ მეორედ, გიორგი კორსანტია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. საqართველოს ნაკრების წევრი ჩრდილოეთ მაკედონიური გოსტივარის ღირსებას იცავს, რომელმაც მორიგ ტურში სტუმრად შტრუმიცას დაძაბულ ბრძლაში - 79:72 სძლია. მატჩის გმირი ქართველი ფორვარდი გახდა, რომელმაც 34:25 წუთში 19 ქულა, 20 მოხსნა, 3 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.
კორსანტიამ 14-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელიც გახდა.
გოსტივარმა 11 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. კორსანტიას კლუბი საპლეიოფო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და მიზნის მიღწევის საკმაოდ კარგი შანსიც აქვს, რადგანაც მე-3 პოზიციაზე მყოფ TFT-ს მხოლოდ 1 წაგებით ნაკლები აქვს. გოსტივარი მომდევნო მატჩს 18 მარტს, შინ, კუმანოვოსთან ჩაატარებს.