დაძაბული გამოდგა საპასუხო მატჩი ლიეტუვასთან, რომელიც ქართველმა ხელბურთელებმა 12 მარტს გამართეს. განსხვავებით თბილისში, რამდენიმე დღის წინ გამართული მატჩისგან, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 32-18 წააგო, ამჯერად დაძაბულ ორთაბრძოლაში 35-27 წააგო.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში მთელი თამაში დაძაბული გამოდგა. ამის ერთ-ერთი ნათელი დასტური იყო, შეხვედრის დაწყებიდან მე-6 წუთზე გაძევებული ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ერეკლე არსენაშვილი, ამ დაძაბულობიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ოთხბურთიანი სხვაობით წააგო. მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა მოახერხა მობილიზება და კალანდაძისა და დიხამინჯიას წყალობით რამდენჯერმე ანგარიშის მინიმუმამდე შემცირებაც მოახერხა, თუმცა, წინ გასვლა ვერ მოახერხა. უნდა აღინიშნოს ლიეტუველთა მეკარის თამაში, რომელმაც დარტყმული ბურთების 37% მოიგერია. ამ დღეს მან ქართველთა გუნდის 38 დარტყმიდან, 14 მოიგერია. მატჩის ბოლოს ლიეტუველთა მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გერდას ბაბარსკასი დაასახელეს, რომელმაც 11 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებიდან კი, ისევე როგორც თბილისის მატჩში, საუკეთესოდ კვლავ ზურაბ ცინცაძე დაასახელეს. საქართველოს ნაკრებიდან ამ დღეს ყველაზე მეტი 7-7 გოლი გიორგი დიხამინჯიამ და ნიკოლოზ კალანდაძემ გაიტანეს. გიორგი ცხოვრებაძის ანგარიშზე 6, ირაკლი კბილაშვილისაზე კი, 3 გოლია.
წაგების მიუხედავად საქართველოს ეროვნული ნაკრები კვლავ მესამე ადგილზეა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 აპრილს შვეიცარიის წინააღმდეგ თბილისში 18:00 საათზე გამართავს. დიდი ალბათობით, სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება მოახერხებს თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.