WU17 | ისრაელი 3-2 საქართველო
12.03.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგაში პირველი მატჩი გამართა.
სალომე ხუბულურის გუნდმა ისრაელის ასაკობრივ ნაკრებთან შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 2-3 დათმო. ჩვენი გუნდის რიგებში დუბლი ნინო ბუხრიკიძემ შეასრულა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელ შოტლანდიასთან 15 მარტს გამართავს.