ბითაძემ იუტასთან 21 წუთში 3 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა
ბითაძემ იუტასთან 21 წუთში 3 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა
10.03.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ინდიანადან ორლანდოში გადასულ გოგა ბითაძეს სათამაშო დრო საკმარისად აქვს. ბოლო 2 მატჩში გოგა, 42 წუთი ითამაშა, რაც საკმაოდ ბევრია ინდიანასთან შედარებით. მორიგი მატჩი ორლანდომ შინ, იუტა ჯაზთან გამართა და 124:131 დამარცხდა.


ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში, 2 დაცვაში), 2 პასი და 2 დაფარება ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 4 ცდიდან მხოლოდ 1 გამოიყენა.


ამრიგად, „ორლანდო" 27 მოგებითა და 40 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 12 მარტს, „მაიამი ჰიტთან" ჩაატარებს.


ფრაგმენტები მატჩიდან