ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა
ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა
07.03.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ტალინის ევროპის ჩემპიონატზე 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში შერეულ წყვილებში წარმატებას მიაღწია საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა. ჩვენმა გუნდმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრებაში 30 წყვილი ჩაება, მათ შორის ორი გუნდით იყო წარმოდგენილი საქართველო. პირველ გუნდში შედიოდნენ მარიამ აბრამიშვილი და გიორგი მუმლაძე, მეორეში - მარიამ ფროდიაშვილი და იოანე ხვარეშია.


აღსანიშნავია, რომ მომავალმა პრიზიორებმა გადამწყვეტ შეხვედრებში ერთნაირი ანგარიშით 16-12 მოუგეს მოლდაველებს და იტალიელებს.