2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი IOC-ის 140-ე სესიაზე გამოვლინდება
2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი IOC-ის 140-ე სესიაზე გამოვლინდება
07.03.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 140-ე სესიას, სადაც 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა გამოვლინდება, 2023 წლის 15-17 ოქტომბერს მუმბაი (ინდოეთი) უმასპინძლებს. სესიამდე, 12-13 ოქტომბერს ჩატარდება IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა.


2030 წელს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი აქვთ კანადის ვანკუვერს და უისტლერს, იაპონიის საპოროს და აშშ-ის სოლტ ლეიკ სიტის.


აღსანიშნავია, რომ საპორომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 1972 წელს უმასპინძლა, სოლტ ლეიკ სიტიმ - 2002 წელს, ვანკუვერმა კი 2010 წელს.