საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდშია
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდშია
08.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ნაკრებმა ბელგიური როზდალის  „ბელეჰეიდეს" დარბაზში, ფუტსალში მსოფლიო თასის მეინ რაუნდის საკვალიფიკაციო მატჩში, მასპინძლები  - დაამარცხა.

უხვგოლიან პირველ ტაიმში ანგარიში ბელგიელებმა სწრაფი გოლით 00'43'' გახსნეს და დაახლოებით 4 წუთი, ვიდრე ბრუნო გომესი გაათანაბრებდა ანგარიშს წინაც იყვნენ. შეხვედრის ამ მონაკვეთში, მასპინძლები კიდევ ერთხელ, ძალიან მალე ქართველთა გოლის შემდეგ კვლავ წინ გავიდნენ. თუმცა, გომესმა, აგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა, 2-2. ამის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდი, უკვე გიორგი ღავთაძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, ბრუნო პეტრიმ 15'28'' დააწინაურა. ტაიმის ბოლო წუთზე გუნდებმა კვლავ გაცვალეს გოლები, ჯერ ბელგიელებმა გაგვიტანეს, დიდ შესვენებამდე 6 წამით ადრე კი, თალესმა საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა. დიდ შესვენებამდე ტაბლომდე ანგარიში 3-4 იყო საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.




პირველი ტაიმის მსგავსად, შეხვედრის მეორე ნახევარი ავთანდილ ასათიანის გუნდის მორიგი გოლით დაიწყო. ამჯერად ანგარიშში ორბურთიან უპირატესობას ჩვენებმა გიორგი ღავთაძის გატანილი გოლის შემდეგ, 21'35'' წუთზე მიაღწიეს. კიდევ 6 წუთში კი, საკუთარი საჯარიმოდან შაგინიას მიერ გაკეთებული ზუსტი გადაცემის შემდეგ, თალესმა ზუსტად გადაგზავნა ბურთი კარებში და თანაც დუბლი გაიფორმა. საქართველოს ნაკრები 3-6 დაწინაურდა, ავთანდილ ასათიანმა კი, ნატურალური ბრაზილიელები სრულად ქართველებით ჩაანაცვლა. ალბათ, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს, ამ მონაკვეთშიც ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა. თუმცა, მორიგი გოლი შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, კვლავ საკუთარი ნახევრიდან გაკეთებული ზუსტი გადაცემის შემდეგ, ბელგიელთა კარი მეშვიდედ სიმი საიოტიმ აიღო. აქვე უნდა ითქვას, რომ ასათიანმა თამაშის საშუალება მინდვრის მოთამაშეების მსგავსად, ბექა ტყემალაძესაც მისცა და ქართველთა მეკარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორი გემრიელი „სეივი" მასაც ჰქონდა. რაც შეეხევა თორნიკე ბუკიას, ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველთა გუნდში. კიდევ ერთი გარემოება, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება არის ის, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრებში მორიგი შეხვედრა ჩაატარა ელისანდრომაც, თუმცა, გოლამდე მას, ამჯერად ოდნავ დააკლდა სიზუსტე.  დღევანდელ შეხვედრაში ბოლო გოლი, მასპინძლებმა გაიტანეს. შეხვედრა კი 4-7, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.


ამ გამარჯვებით, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეინ რაუნდის მე-2 ჯგუფში 4-დან ოთხივე შეხვედრა მოიგო და ქულების მაქსიმუმით ჯგუფში პირველი ადგილით, ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. ელიტ-რაუნდში საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეების ვინაობა 5 ივლისს გაირკვევა.



ფოტო-კადრები მატჩის ლაივ-რეპორტაჟიდან