ქართული ლეგიონი ოკეანის გადაღმა
ქართული ლეგიონი ოკეანის გადაღმა
06.03.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გოგა ბითაძემ ორლანდო მეჯიქში მორიგი მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის და „პორტლენ ტრეილ ბლეიზერსთან" ოგება ძალიან სჭირდებოდა, თუმცა დაძაბულ ბრძლაში 119-122 დამარცხდა.

ბითაძემ ახალი გუნდის შემადგენლობაში მესამეჯერ ითამაშა და ამჯერად მოედანზე 6:12 წუთი გაატარა. ამ დროში მან 4 ქულის და 2 მოხსნის დაგროვება მოასწრო. ქართველმა ცენტრმა 2-დან 2 ორქულიანი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელი თამაშში კარგად ჩაერთო, რადგან „მეჯიქმა" ამ დროის განმავლობაში მეტოქეს 3 ქულით მოუგო.


რაც შეეხება მატჩს, „პორტლენდმა" პირველ მეოთხედში 4 ქულით მოიგო, „ორლანდომ" კი მესამე პერიოდის დაწყებამდე სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. გადამწყვეტ მეოთხედამდე ჩონსი ბილაპსის გუნდმა მოპოვებული უპირატესობა კვლავ დაიბრუნა და, საბოლოო ჯამში, მიუხედავად „მეჯიქის" მცდელობისა, 3 ქულით გაიმარჯვა.


საუკეთესო დემიან ლილარდი იყო, რომელსაც 41 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა, ორლანდოელთა მხრიდან კი 25 ქულით პაოლო ბანკერო გამოირჩა.


ამ მარცხის შემდეგ „მეჯიქს" 27 მოგება და 38 მარცხი დაუგროვდა - ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება და პლეი ინის ზონამდე 3 მოგება აშორებს. მომდევნო შეხვედრას „ორლანდო" 8 მარტს „მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.


***

სან ანტონიოში მეორე შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც თითქმის იმდენი ითამაშა და იგივე სტატისტიკა მოინაგრა, რაც სადებიუტო შეხვედრაში. სან ანტონიოს მეტოქე კვლავ ჰიუსტონ როკეტსი იყო, რომელსაც ამჯერად სანანტონიოელები შინ დაუპირისპირდნენ. მამუკელაშვილის გუნდმა ამჯერადაც მარცხი განიცადა - 110-142.


მამუკელაშვილი პარკეტზე პირველ მეოთხედში ჩაერთო და საერთო ჯამში, 17:17 წუთი ითამაშა. ამ დროში ახალგაზრდა მძიმე ფორვარდმა 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა. სანდროს 5 პერსონალური ფოლი ჰქონდა და ერთი დაკარგვაც. შეგასენებთ, რომ გუშინ სან ანტონიოში გამართულ სადებიუტო მატჩში მამუკელაშვილმა 16 წუთში 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.


შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი უპირატესობა „როკეტსმა" პირველივე პერიოდში მოიპოვა, როცა მეტოქეს 14 ქულით გაექცა. ტეხასელებმა სხვაობის 10 ქულამდე დაყვანა მოახერხეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც 32 ქულით დამარცხდნენ. „ჰიუსტონს" 31 ქულით ჯეილენ გრინმა ულიდერა.


გრეგ პოპოვიჩის გუნდი 16 მოგებითა და 49 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას „სპურსი" 11 მარტს „დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავს.