ქართული საფეხბურთო ლეგიონის მორიგი სათამაშო ტური
01.03.2023
ავტორი: სფფ / დიმა ნებიერიძე
საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში „მეცმა" საკუთარ მოედანზე „ნიმი" 2-0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში, გიორგი მიქაუტაძემ სეზონში მეთორმეტე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას „სენტ ეტიენოს" ფორვარდთან ერთად ლიდერობს.
დონეცკის „შახტარმა" უკრაინის ჩემპიონატის მატჩში სტუმრად „მინაი" დაამარცხა. სწორედ ამ შეხვედრაში შედგა გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი. ქართველმა ახალი გუნდის შემადგენლობაში მინდორზე 30 წუთი გაატარა.
ავსტრალიის ჩემპიონატში „ნიუკასლ ჯეტსი" შინ, „ვესტერნ იუნაიტედთან" დამარცხდა. ამ შეხვედრაში, მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი ბექა მიქელთაძემ გაიტანა.
ესპანურ ლა ლიგაში, „ვალენსიამ" წაგება სერია შეწყვიტა. ღამურებმა საკუთარ მოედანზე „სოსიედადი" დაამარცხეს. გიორგი მამარდაშვილმა მინდორზე 90 წუთი გაატარა და კარი მშრალად შეინახა.