უხვგოლიანი მატჩი თბილისის ზღვაზე და ცარიელი ტრიბუნები „დერბი დელა მანდარინაზე“...
უხვგოლიანი მატჩი თბილისის ზღვაზე და ცარიელი ტრიბუნები „დერბი დელა მანდარინაზე“...
26.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის გათამაშების პირველი ტურის ბოლო მატჩები გაიმართა. კერძოდ, ქვეყნის სამ სტადიონზე გუნდებმა ახალი სეზონი გახსნეს. დღეს ითამაშა, იმ ოთხი გუნდიდან ორმა, რომელსაც 2023-2024 წლების ევროტურნირების დაწყება მოუწევს. შესაბამისად, მათი თამაშის მიმართ, ჩვენი ინტერესი წლის მანილზე სისტემატური იქნება.

დღეს, ბათუმში, ცარიელი ტრიბუნების ფონზე, „დერბი დე ლა მანდარინა" გაიმართა. აჭარულ დაპირისპირებაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონს ბათუმის „დინამოს" ჰქონდა. თუმცა ანგარიში, ბათუმელებმა მხოლოდ, პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხეს გაეხსნათ. გოლი ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა. პირველი ტაიმიდან, ალბათ, ყვითელი ბარათების რაოდენობაც აღსანიშნავია. საერთო ჯამში მსაჯს 8 ბარათის ჩვენება მოუწია ორივე გუნდის წევრთა მიმართებაში. თუმცა, პირველი საასპარეზო დღისგან განსხვავებით, ამ შეხვედრიდან არავინ გაუძევებიათ. გუნდებმა, მეორე ტაიმში 11-მეტრიანებით გაცვალეს გოლები. ჯერ ძლიერთა შორის დაბრუნებულმა „შუქურამ" 61-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ გაიტანა. 74-ე წუთზე კი, ბათუმის „დინამოს" პირველი გამარჯვება ვლადიმერ მამუჩაშვილის ზუსტმა 11-მეტრიანმა მოუტანა. „დინამომ" 2-1 მოიგო და პირველი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში, მე-3 ადგილზეა.


სადებიუტო შეხვედრაში, რუსთავში, სადაც ომარ თეთრაძისა და გიორგი ნავალოვსკის „საბურთალომ", ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა, მსაჯთა ბრიგადას VAR-იც ეხმარებოდა. შეხვედრა, თბილისელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა, დაახლოებით 30-ე წუთიდან კახა ჩხეტიანის გუნდმა, თამაშის მიმდინარეობის გათანაბრება მოახერხა. მიუხედავად ამისა, შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ახლად დაწყებული ჩემპიონატის „ტრადიციამ" არც ამ შეხვედრაში დაირღვა და მსაჯმა, გორგი ყრუაშვილმა პირველ ტაიმში, აქაც 4 ყვითელი ბარათი აჩვენა. საერთო ჯამში, კი მატჩი, მშრალად დასრულდა და გუნდებმა ქულები დაინაწილეს. აქვე გეტყვით, რომ „ტორპედოს" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ეროვნული ნაკრების კანდიდატს ნიკა კაჭარავას, რომელიც ეროვნულ გათამაშებაში, რვაწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა.


აღსანიშნავია, თუ არ ჩავთვლით, „საბურთალო"-„ტორპედოს" დაპირისპირებას, ახალი ჩემპიონატისთვის უჩვეულოდ უხვგოლიანი გამოდგა პირველი ტური. ამ ტურში, საერთო ჯამში 14 გოლი გავიდა აქედან, მხოლოდ ერთში 7!


თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში, „გაგრასა" და „სამგურალის" დაპირისპირება, სტუმართა სასარგებლოდ 3-4 დასრულდა. „სამგურალში" გადაბარგებული და უკვე კარგად აკლიმატიზირებული ნიკა ხორხელი, ალბათ, ეროვნული ლიგის წლევანდელი გათამაშებისას, ყველა გუნდის თავსატეხი იქნება. წყალტუბოელთა მაისურით მოასპარეზე ფეხბურთელმა დღეს, პირველი ტაიმის 7-წუთიან მონაკვეთში (27', 34') დუბლი გაიფორმა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე გოლიდან მალევე, გაგრელებმა ანგარიშის შემცირება გიორგი ლომთაძის გოლის მერე მოახერხეს, ტაიმი „სამგურალმა" მოიგო. მეორე ტაიმი მასპინძლებმა ენერგიულად დაიწყეს და ჯერ, მე-60 წუთზე ზურაბ მუსელიანმა ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი, 79-ე წუთზე, გიორგი ლომთაძემ დუბლი გაიფორმა. დარჩენილ დროში, ყველაზე ცუდი სცენარით, „გაგრას" 2 ქულის დაკარგვა შეეძლო, თუმცა, სწორედ, ამ დროში, „სამგურალმა" სამ წუთში, ორი გოლი გაიტანა. ჯერ, 83-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა სერგო კუხიანიძე, შორი მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა. მალევე, 85-ე წუთზე, კი გაგრელებმა საკუთარ საჯარიმოში მოცელეს მეტოქე გუნდის ფეხბურთელი. მათ კარში დანიშნული პენალტი კი, ზუსტად შეასრულა გიორგი ნიქაბაძემ.


ეროვნული ლიგის მეორე ტური 3 მარტს, ბათუმის „დინამოსა" და „საბურთალოს" დაპირისპირებით გაიხსნება. ტურის დანარჩენი შეხვედრები კი, 4 მარტს გაიმართება.


ჩემპიონატის კალენდარი

ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი



ფოტო: "შუქურა" / ირაკლი ინასარიძე