საქართველოს ჩემპიონმა ახალი საფეხბურთო სეზონი მოგებით დაიწყო. ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრა „დინამო თბილისმა" გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა. სტადიონზე, სადაც თბილისელებს მაისის ბოლომდე მოუწევთ საშინაო მატჩების გამართვა. თუმცა, ამჯერად, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გასვლითი შეხვედრა ჩაატარა „დილას" წინააღმდეგ და საკმაოდ დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში, სადაც ბურთის ფლობა გორელების მხარეს იყო, დინამოელების ყველა შექმნილ შეტევას კი, სიმწვავე არ აკლდა, გამარჯვება მოქმედმა ჩემპიონმა მოიპოვა. ანგარიში, 35-ე წუთზე იმრანის გადაცემით უსმანე კამარამ გახსნა. ფეხბურთელმა, რომელიც თბილისელთაგან ყველაზე კარგად გრძნობს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს. გორელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს. „დილამ" კარგად გამოიყენა დინამოელთა შეცდომა ფლანგზე და ტიერი გიელიმ, რეალურად „მეკარის ბურთი" ზუსტად გადაგზავნა კარში. პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა. პირველი ტაიმიდან კარგად ჩანდა, რომ ჩემპიონს, კიდევ ბევრი აქვს გამოსასწორებელი და გულშემატკივარიც, მისგან ალბათ, იმ ფეხბურთთან მიახლოებულს ელის, რომელიც თბილისელებმა მეორე ტაიმის საწყისს წუთებში აჩვენებს, როდესაც მასპინძელთა კარში, მორიგი გოლი გაიტანეს. დავით სხირტლაძის გოლი, ამ მატჩში ბოლო აღმოჩნდა, „დინამო თბილისმა" სასტარტო შეხვედრა 1-2 მოიგო. ალბათ, ამ შეხვედრიდან კიდევ ერთი მომენტია გამოსარჩევი. მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ იყო უხეში, გოგოა კიკაჩეიშვილმა, 7 ყვითელი ბარათი უჩვენა, აქედან 6 თბილისელებს და ამ ექვსიდან ერთი, ჯიმი ტაბიძისთვის ავტომატურად გაწითლდა. კიდევ ერთი წითელი ბარათი, დინამოელთა სერბი ლეგიონერის ზორან მარუშიჩის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის ზურაბ თევზაძემ მიიღო „დილადან". აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე ტურში „დილასა" და „დინამო თბილისის" მწვრთნელებს ამ ფეხბურთელების ჩანაცვლებაზე მოუწევთ ფიქრი.
სეზონის პირველი გოლი კი, ძლიერთა შორის დაბრუნებულ „სამტრედიასა" და „თელავის" დაპირისპირებაში, 65-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა. „სამტრედიამ" კი, რომელმაც ელიგის 2023 წლის გათამაშების სასტარტო შეხვედრაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მინიმალური ანგარიშით, 1-0 გაიმარჯვა, მომდევნო ტურში, სწორედ „დინამო თბილისს" შეხვდება.
ხვალ, ელიგის 2023 წლის გათამაშების პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება.
15:00 / „გაგრა" - „სამგურალი"
17:00 / „საბურთალო" - „ტორპედო"
20:00 / „დინამო" ბთ - „შუქურა"
გათამაშების ცხრილი