თორნიკე შენგელიამ 2 დღეში 2 სუპერმატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო - 23 თებერვალს ალმერეში საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდები დამარცხებინა, მეორე დღეს კი ბოლონიაში ვირტუსს ევროლიგაში დიდად პრინციპულ შეხვედრაში დაეხმარა. ვირტუსმა დაძაბულ შეხვედრაში 88:83 იმარჯვა და პლეი ოფში გასასვლელ ბრძოლაში მნიშვნელოვანი 2 ქულა შეიმატა.
შენგელია მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.საერთო შედეგიანობით ბოლონიელთაგან მასზე მეტი მხოლოდ მილოშ თეოდოსიჩმა მოინაგრა. თორნიკეს ბევრი არ უთამაშია, მოედანზე 18:33 წუთით გავიდა, რა დროშიც 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა. სერბმა გამთამაშებელმა, მილოშ თეოდოსიჩმა ბოლონიელებს 17 ქულითა და 7 პასით ულიდერა.
შენგელია მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს გამოემშვიდობა და ჩრტერული რეისით თბილიში გამოემგზავრა, რათა საქართველოს ნაკრებს ისლანდიასთან ზეპრინციპულ მატჩში დაეხმაროს, რომლის მოგების შემთხვევაშიც ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
შენგელია დღეს საღამოს საქართევლოს ეროვნულ ნაკრებთან გენერალუს ვარჯიშს ჩაატარებს.
ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან